ოსტეოქონდრომა
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ოსტეოქონდრომა}} |
ოსტეოქონდრომა — ძვლოვანი და ხრტილოვანი ქსოვილისგან განვითარებული კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ძვლის სიმსივნეების დიაგნოზების 10-15%ია.
ოსტეოქონდრომა ძირითადად ვითარდება ბავშვობის ასაკში, როცა ძვლის ინტენსიური ზრდა მიმდინარეობს. ყველაზე ხშირად წარმონაქმნი გვხვდება ბარძაყზე(30%), წვივზე(15-20%) და მხარზე(10-20%) . შედარებით იშვიათად ბეჭზე, მტევანზე,ტერფზე,მენჯსა და ხერხემალზე.
ექიმებმა ჯერ ზუსტად არ იციან, თუ რატომ და საიდან ვითარდება ოსტეოქონდრომა, ამიტომ დაავადების თავიდან აცილების რჩევებსაც ვერ იძლევიან. არსებობს ვარაუდი, რომ ოსტეოქონდრომის განვითარება შეიძლება უკავშირდებოდეს კონკრეტული გენის დაზიანებას. ასეთი გენია EXT 1(exostosin glycosyltransferase 1). ეს გენი ადამიანის მერვე ქრომოსომაშია ლოკალიზებული და პასუხისმგებელია მნიშვნელოვანი ცილების წარმოებაზე,სისხლის შედედების პროცესზე,სისხლძარღვის კედლის შექმნაზე და სიმსივნური უჯრედების წარმოქმნაზე. სწორედ ამ გენის დეფექტი შეიძლება იყოს ოსტეოქონდრომის, ანუ სიმსივნური წარმონაქმნის ფორმირების მიზეზი.
ოსტეოქონდრომის დიაგნოზი ყველაზე ხშირად აქვთ 10-30 წლის ასაკის ადამიანებს.
დაავადება თავდაპირველად უსიმპტომოდ მიმდინარეობს , პროცესის განვითარებასთან ერთად, შეინიშნება რამდენიმე მიმანიშნებელი სიმპტომი:
-უმტკივნეულო, პატარა გამონაზარდი სახსრის მახლობლად. ყველაზე ხშირად მუხლის და მხრის სახსართან.
-ტკივილი მოძრაობის დროს, რადგან შეიძლება ოსტეოქონდრომა მდებარეობდეს მყესის ქვეშ.
-თუ სიმსივნე აწვება რომელიმე ნერვს, ვითარდედბა დაბრუჟების და ჩხვლეტის შეგრძნება კონკრეტულ კიდურზე.
-ძალიან იშვიათია, თუმცა ოსტეოქონდრომა ზოგჯერ ცვლის სიხლის მიმოქვევასაც, რაც გამოიხატოს პულსის ცვლილებით ან კიდურის ფერის შეცვლით.
-შეშუპება,ტკივილი და შეწითლება იმ შემტხვევაში, თუ შემთხვევით მოხდა ოსტეოქონდრომის მოტეხვა.
ოსტეოქონდრომის ყველაზე საშიში გართულებაა მისი ავთვისებიან ქონდროსარკომად გარდაქმნა. თუ წარმომაქმნის გარშემო, ხრტილოვანი საფარი 1,5 სმ-ზე მეტია, იმატებს მისი განვითატების რისკი.
ოსტეოქონდრომა საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციას.