ოსმანიზმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოსმანიზმი — პოლიტიკური დოქტრინა ოსმალეთის იმპერიაში. წამოაყენეს ახალგაზრდა თურქებმა XIX საუკუნის დასასრულს. თავდაპირველად აცხადებდა იმპერიის ყველა ქვეშევრდომის თანასწორუფლებიანობას, მიუხედავად მათი ეთნიკური წარმომავლობისა და რელიგიისა. ოსმანიზმი თანდათანობით გახდა არათურქი ხალხების გათურქების საშუალება. ოსმანიზმის მეშვეობით „ახალგაზრდა თურქებს“ სურდათ ერთიანი ოსმალური ერის შექმნა, არათურქულ ბურჟუაზიასთან მეტოქეობაში თურქული ბურჟუაზიის პოზიციების განმტკიცება, დაპყრობილი ხალხების ეროვნული წინააღმდეგობის დასუსტება. ტრიპოლიტანიის ომმა (1911-1912) და ბალკანეთის ომებმა (1912-1913) ნიადაგი გამოაცალა ოსმანიზმს და მან ადგილი დაუთმო პანთურქიზმსა და პანისლამიზმს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]