ოსლოს ოპერის თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსლოს ოპერის სახლი

ოსლოს ოპერის თეატრი (ნორვ. Operahuset) — ნორვეგიის ეროვნული ოპერისა და ბალეტის თეატრი. ოპერის სახლი ოსლოს ცენტრში, ბიორვიკაში მდებარეობს, ოსლოფიორდთან ახლოს. ამშენებელია Statsbygg, სახელმწიფო მოღვაწე. არქიტექტორებად ნორვეგიული ფირმის Snøhetta-ს მუშაკები დაიქირავეს, მათვე ეკუთვნით ალექსანდრიაში, ეგვიპტე, „ალექსანდრიის ბიბლიოთეკის“ არქიტექტურაც.

ოპერის მშენებლობა 2007 წელს დასრულდა და 2008 წლის 12 აპრილს საზეიმოდ გაიხსნა. ოპერის სახლის სცენაზე გალა-კონცერტი ნორვეგიის მეფე ჰარალდ V-მ გახსნა. საზეიმო ცერემონიას გერმანიის კაცლერი ანგელა მერკელი და დანიის დედოფალი მარგრეტე II ესწრებოდნენ.

ოპერის თეატრმა 2008 წლის ოქტომბერში ბარსელონის არქიტექტურის ფესტივალზე კულტურული ჯილდო მიიღო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]