შინაარსზე გადასვლა

ოსლოს მეტროპოლიტენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნიდალენი რინგის ხაზზე, 2003 წელს გახსნილი ერთადერთი მიწისქვეშა სადგური დასავლეთის განშტოებაში

ოსლოს მეტროსადგურს Oslo T-bane ეწოდება და ქალაქის უსწრაფეს ტრანსპორტს წარმოადგენს. იმართება კომპანია ოსლო ტ-ბადედრიფტის მიერ სატრანსპორტო უწყება რუტერთან კონტრაქტის საფუძველზე. მეტროქსელი ექვს ხაზს მოიცავს, რომლებიც ცენტრის გავლით მოძრაობენ. ხაზების საერთო სიგრძე 80 კილომეტრია. მეტროს დღიურად დაახლოებით 226,000 მგზავრი გადაჰყავს (2012 წლის მონაცემებით). ქსელში 97 სადგურია, აქედან 16 სადგური მიწისქვეშაა.

პირველი ჩქაროსნული ხაზი 1898 წელს გახსნილი ჰოლმენკოლის ხაზია, 1912 წელს გახსნილ რიოას ხაზთან ერთად. 1928 წელს Nationaltheatret-ის მიწისქვეშა ხაზი გაიხსნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ოსლოს მეტრო სკანდინავიასა და აღმოსავლეთ ევროპაში უძველესია. სონგსვანის ხაზი 1934 წელს გაიხსნა, ხოლო კოლსოს ხაზი 1942 წელს. T-bane სისტემის ხაზის განახლება 1966 წელს დაიწყო ქალაქის აღმოსავლეთ უბნებში 1957 წელს აგებული იოსტენსიოს ხაზის გადაკეთებით. ამას ლამბესტეტერის, გრურუდისა და ფურუსეტის ხაზების განახლება მოჰყვა; 1993 წელს ორი ახალი მიწისქვეშა ხაზი გაიყვანეს მთავარი გვირაბისთვის, რაც 2006 წელს რინგის ხაზის ექსპლუატაციაში შესვლით დაგვირგვინდა. 2006-დან 2010 წლამდე მოძველებული T1000 შემადგნლობა MX3000-ის ახალი შემადგენლობით შეიცვალა.

ნორვეგიის რკინიგზის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარკინიგზო ტრანსპორტი ოსლოში 1854 წელს გაიხსნა ჰოვედბანენიდან ეიდსვოლის მიმართულებით. 1872 წელს დრამენბანენი ჩადგა მწყობრში ოსლოს დასავლეთის მიმართულებით, 1879 წელს იოსტფოლბანენი შევიდა ექსპლუატაციაში ნორსდტრანდის გავლით, თუმცა, მომსახურება ერთობ შეზღუდული იყო, მხოლოდ ქალაქის მასშტაბით. 1894 წელს უკვე ელექტროტრამვაიმ დაიწყო მუშაობა კომპანია ქრისტიანია ელექტრსიკეს ხელმძღვანელობით.

პირველი საგარეუბნო ხაზი 1898 წელს გაიხსნა და ჰოლმენკოლი ეწოდა.

ოსლოს მეტროპოლიტენის სქემა
ხაზი # ბოლო გაჩერება ხაზები სადგურები
1ფრონგენსეტერენიჰელისფირი (↔ ბერგკრისტალენი)ჰოლმენკოლენის ხაზი, ლამბერტსეტერის ხაზი35
2ესტეროსიელინგსრუდოსენირეას ხაზი, ფურუსეტის ხაზი26
3სოგნსვანიმორტესრუდისონგსვონის ხაზი , ესტენსეს ხაზი27
4რინგიბერგკრისტოლენირინგის ხაზი, ლამბერტსეტერის ხაზი22
5სტუროვესტლირინგის ხაზი, გრორუდის ხაზი26
6ოზიორდეტირინგიკოლსოს ხაზი, რინგსი ხაზი12

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]