ოსლოს ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიკინგთა ხომალდების მუზეუმი (ნორვ. Vikingskipshuset) — შენობა ნახევარკუნძულ ბიუგდეზე, ოსლოს შემადგენლობაში, რომელიც 1926 წლიდან ვიკინგთა ცნობილ ხომალდებს სთავაზობს დამთავლიერებელს. აქ ნახავთ ტუნის ხომალდს, გოკსტადის ხომალდსა და ოსებერგის ხომალდს. მუზეუმი ოსლოს უნივერსიტეტის კულტურის მუზეუმის ნაწილია. 1989 წელს ანალოგიური მუზეუმი დანიაში, როსკილეში გაიხსნა.

ოსებერგის ხომალდი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს შვედმა პროფესორმა გაბრიელ გუსტაფსონმა წინადადება წამოაყენა XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გაკეთებული ვიკინგთა ეპოქის აღმოჩენების დასაბინავებლად ერთი შენობა აგებულიყო. გოკსტადისა და ოსენბერგის ხომალდები უკვე ნაპოვნი იყო და ოსლოს უნივერსიტეტის დროებით თავშესაფარში იყო მოთავსებული. სახომალდე დარბაზის შემნაზე კონკურსი გამოცხადდა, რომელიც არნშტეინ არნებერგმა მოიგო. ოსებერგის ხომალდის განსათავსებელი სამუზეუმო დარბაზის დაფინანსება სტორთინგმა ითავა. ხომალდი უნივერსიტეტის სადგომიდან ახალ ბინაში 1926 წელს გადაიტანეს.

ოსებერგის ხომალდის კიჩო

გოკსტადისა და ტუნეს ხომალდებისთვის საჭირო ფართი 1932 წლისთვის შეიქმნა, თუმცა, სარემონტო სამუშაოების დასრულებას ხელი II მსოფლიო ომმა შეუშალა. ამგვარად, მუზეუმის ბოლო შტრიხების გავლება 1957 წელსღა მოხერხდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]