ოსკოლი
იერსახე
| ოსკოლი რუს. Оскол, უკრ. Оскіл | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | კურსკის ოლქი, ბელგოროდის ოლქი / ხარკივის ოლქი |
| ქალაქები | სტარი-ოსკოლი, ნოვი-ოსკოლი |
| სათავე | 51°36′00″ ჩ. გ. 37°13′00″ ა. გ. / 51.60000° ჩ. გ. 37.21667° ა. გ. |
| შესართავი |
ჩრდილოეთის დონეცი 49°05′59″ ჩ. გ. 37°24′31″ ა. გ. / 49.09972° ჩ. გ. 37.40861° ა. გ. |
| სიგრძე | 472 კმ |
| აუზის ფართობი | 14,8 ათ. კმ² |
| მდინარის სისტემა | ჩრდილოეთის დონეცი → დონი → აზოვის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 37,9 მ³/წმ |
|
| |
ოსკოლი (რუს. Оскол, უკრ. Оскіл) — მდინარე რუსეთსა და უკრაინაში; ჩრდილოეთის დონეცის (დონის აუზი) მარცხენა შენაკადი. სიგრძე 472 კმ, აუზის ფართობი 14,8 ათ. კმ². სათავეს იღებს შუა რუსეთის მაღლობზე, მიედინება ძირითადად სამხრეთით; ქვემო წელზე აგებულია ოსკოლის წყალსაცავი. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის მარტის ბოლოდან მაისის დასაწყისამდე. საშუალო წლიური ხარჯი ქალაქ კუპიანსკთან (უკრაინა) 37,9 მ³/წმ. იყინება ნოემბერში – დეკემბრის დასაწყისში, ლღვება მარტში – აპრილის დასაწყისში. იყენებენ წყალმომარაგებისათვის. მდინარეზეა ქალაქები: სტარი-ოსკოლი, ნოვი-ოსკოლი (რუსეთი).[1]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ОСКОЛ // Большая российская энциклопедия. т. 24. — М., 2014. — стр. 535.