ოსკარ ფონ ნიდერმაიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ოსკარ რიტერ ფონ ნიდერმაიერი (გერმ. Oskar Ritter von Niedermayer დ. 1885 — გ. 25 სექტემბერი, 1948, სსრკ) — გერმანელი სამხედრო მოღვაწე, მეცნიერი, მოგზაური და სამხედრო მზვერავი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1905 წელს შევიდა საველე არტილერიის იუნკერთა სასწავლებელშ. 1910 წელს დაამთავრა ოფიცერთა საარტილერიო სასწავლებელი. სწავლობდა ბუნებისმეტყველებას, გეოგრაფიასა და აღმოსავლურ ენებს. 1912–1914 წლებში მონაწილეობდა სპარსეთისა და ინდოეთის სამეცნიერო ექსპედიციებში. იმოგზაურა აგრეთვე ეგვიპტეში, არაბეთსა და პალესტინაში. პირველი მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ, 1914 წლის დეკემბერში დაინიშნა ოსმალეთისა და გერმანიის გენშტაბების მიერ ავღანეთში ორგანიზებული ექსპედიციის ხელმძღვანელად. ექსპედიციის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნის სამხედრო სტრატეგიული შესწავლა და ანტიბრიტანული აჯანყების ორგანიზება, ომში ავღანეთის ჩართვა გერმანიის მხარეს. ექსპედიცია წარუმატებლად დასრულდა. 1916 წლის 1 სექტემბერს ბრუნდება ოსმალეთში. შემდგომში მონაწილეობს დასავლეთის ფრონტის საომარ მოქმედებებში. პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ სწავლას აგრძელებს მიუნხენის უნივერსიტეტში. აქვე იცავს საკანდიდატო დისერტაციას. 1919 წლიდან მსახურობს რაიხსვერში. მსახურობს სპეცჯგუფ R-ში, რომელიც ხელმძღვანელობდა 1920-იან წლებში საბჭოთა კავშირსა და გერმანიას შორის არსებულ საიდუმლო სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას, ცხოვრობდა და მუშაობდა საბჭოთა კავშირში. გერმანიის ხელისუფლებაში ნაცისტთა მოსვლის შემდეგ არის გერმანიის ნაციონალისტურ-სოციალისტური მუშათა პარტიის წევრი 1933 წლიდან. იმავე წელს იცავს სადოქტორო დისერტაციას. 1939 წლიდან ვერმახტის პოლკოვნიკია. 1942 წლიდან „აღმოსავლური ლეგიონების“, თურქესტანის 162-ე ქვეითი დივიზიის მეთაური. მონაწილეობდა ანტიპარტიზანულ საომარ მოქმედებებში ბალკანეთში, შემდეგ იტალიაში. ენიჭება ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება. 1944 წლის მაისიდან სამხედრო მრჩეველია საფრანგეთში. იამვე წლის აგვისტოში დააპატიმრეს ჰიტლერის აღმოსავლური პოლიტიკის კრიტიკის გამო. 1945 წლის აპრილში ათავისუფლებენ ამერიკელები. გერმანიის კაპიტულაციის შემდეგ ცხოვრობს რეგენსბურგში, სადაც საბჭოთა უშიშროების აგენტები იტაცებენ და გადაჰყავთ საბჭოთა კავშირში. 1948 წლის 10 ივლისს მიესაჯა 25 წლით თავისუფლების აღკვეთა. გარდაიცვალა იმავე წლის 25 სექტემბერს ციხეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seidt, Hans-Ulrich (2001), From Palestine to the Caucasus-Oskar Niedermayer and Germany's Middle Eastern Strategy in 1918.German Studies Review, Vol. 24, No. 1. (Feb., 2001), pp. 1-18, German Studies Association, ISSN 0149-7952.
  • Hughes, Thomas L (2002), The German Mission to Afghanistan, 1915-1916.German Studies Review, Vol. 25, No. 3. (Oct., 2002), pp. 447-476., German Studies Association, ISSN 0149-7952
  • Peter March:The first World War, Germany between the long 19th century and the short 20th century, Ernst birds, Munich, 2004, ISBN 3-89650-193-3 * Franz W. Seidler:Ritter Oskar Niedermayer of the Second World War, in:brigade Scientific Rundschau3 / 1970, 4 / 1970 * Hans-Ulrich Seidt:Berlin, Kabul, Moscow. Oskar Niedermayer Knights of geopolitics and Germany. Universitas Verlag, Munich 2002. ISBN 3-8004-1438-4 In the Band "event horizon" ( 2003) of the poet Henning Heske there is a cycle of poems about the turbulent life of this recent German knight.