ოსკარ ვერგელანდი
| ოსკარ ვერგელანდი | |
|---|---|
|
| |
| სრული სახელი | ოსკარ არნოლდ ვერგელანდი |
| დაიბადა | 12 ოქტომბერი, 1844 |
| დაბადების ადგილი | კრისტიანია[1] |
| გარდაიცვალა | 20 მაისი, 1910[1] [2] [3] [4] [5] [6] (65 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | კრისტიანია[1] |
| ჟანრი | ისტორიული ფერწერა და პორტრეტი |
ოსკარ არნოლდ ვერგელანდი (დ. 12 ოქტომბერი, 1844, ოსლო, ნორვეგია — გ. 20 მაისი, 1910) — ნორვეგიელი მხატვარი. იგი ცნობილია თავისი ისტორიულ-ფერწერული ნამუშევრით „1814 წლის საკონსტიტუციო კრება“. მისი ორი ნახატი ნორვეგიის ეროვნულ გალერეაში ინახება.[7]
ოჯახი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მისი მშობლები იყვნენ სვერე ნიკოლაი ვერგელანდი (1817–1896) და ანნე მარგარეტე ლარსენი (1817–1889). მისი და იყო აგნეს მატილდა ვერგელანდი (1857–1914), რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასახლდა და ცნობილი გახდა, როგორც მწერალი. ოსკარი იყო ნიკოლაი ვერგელანდის დისშვილის შვილი, რომელიც იყო მღვდელი, მწერალი და პოლიტიკოსი, და ეიდსვოლში ნორვეგიის დამფუძნებელი კრების წევრი, ხოლო ჰენრიკ ვერგელანი, კამილა კოლეტი და ჯოზეფ ფრანც ოსკარ ვერგელანდი ნიკოლაის ბიძაშვილები იყვნენ.[8]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ოსკარ ვერგელანდი დაიბადა ოსლოში, ნორვეგიაში. მისი რამდენიმე და-ძმა ადრეულ ასაკში გარდაიცვალა, მამამისი კი დაახლოებით 1860 წელს ამერიკაში გადავიდა. 1859 წელს იყო დევიდ არნესენის (1818–1895) მოსწავლე, ხოლო შემდგომ 1865-1867 წლებში მან სწავლა ნორვეგიის ეროვნული ხელოსნობისა და ხელოვნების ინდუსტრიის აკადემიაში განაგრძო სწავლა. 1865-1869 წლებში ის ასევე დადიოდა იოჰან ფრედრიკ ეკერსბერგის (1822-1870) მიერ ორგანიზებულ სამხატვრო სკოლაში. 1869 წელს ის კოპენჰაგენის სამეფო დანიის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი გახდა. 1874-1876 წლებში მან მიუნხენში ისტორიული ფერწერის ჟანრის მხატვრობა შეისწავლა და 1889 წლამდე იქ ცხოვრობდა. 1889 წლიდან კი უკვე ასწავლიდა კრისტიანში, ნორვეგიის ეროვნულ ხელოსნობისა და ხელოვნების ინდუსტრიის აკადემიაში.[9][10]
ნახატის - „1814 წლის საკონსტიტუციო კრება“ შესრულება სავარაუდოდ 1882 წელს დაიწყო. ვერგელანდმა 60-ზე მეტი პორტრეტი გადაიღო, რათა ნამუშევარი იდენტური ყოფილიყო. მასზე 55 პოლიტიკოსის პორტრეტია გამოსახული (ყველა 112 პირი არ ჩანს). დღეს ნამუშევარი სტორთინგში, სპიკერის ტრიბუნისა და საპრეზიდენტო პოდიუმის უკან არის განთავსებული.[11] ნახატი 1962-1977 წლებში გამოსახული იყო ნორვეგიის 100-კრონიანი ბანკნოტების უკანა მხარეს და რამდენიმე ნორვეგიულ საფოსტო მარკაზე, რომლებიც 1918 წელს ეიდსვოლზე შეკრებილი საკონსტიტუციო კრების 100 წლისთავის აღსანიშნავად გამოიცა.[12]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 RKDartists
- ↑ Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ Norsk biografisk leksikon — Kunnskapsforlaget. — ISSN 2464-1502
- ↑ Norsk kunstnerleksikon — (untranslated).
- ↑ abART
- ↑ Oscar Wergeland – maler (February 26, 2020).
- ↑ Bratberg, Terje. (November 15, 2018) Wergeland.
- ↑ David Arnesen (February 25, 2020).
- ↑ Winge, Sissi Solem. (February 25, 2020) Oscar Wergeland - 2.
- ↑ "Eidsvoll 1814 – Oscar Arnold Wergelands (1844–1910) kjente maleri fra 1885" დაარქივებული 2006-04-07 საიტზე Wayback Machine. – www.stortinget.no (Retrieved on May 9, 2008)
- ↑ Kulturhistorisk leksikon. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-18. ციტირების თარიღი: 2026-04-15