ოსკარ გოლმბლატი
იერსახე
ოსკარ ედუარდის ძე გოლმბლატი (რუს. Оскар Эдуардович Гольмблат; დ. 14 აგვისტო, 1843 — გ. 9 იანვარი, 1898, თბილისი) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1897).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა ბორჩალოს მაზრაში, საქართველოში ჩასახლებული გერმანელი კოლონისტების ოჯახში. 1862 წლიდან მსახურობდა სამხედრო იუსტიციის ორგანოებში. მონაწილეობდა 1877–1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1883–1888 წლებში იყო კავკასიის სამხედრო საოლქო სასამართლოს სამხედრო პროკურორი, 1894–1898 წლებში – ამავე სასამართლოს თავმჯდომარე. დაჯილდოებული იყო წმ. ვლადიმირის, წმ. ანას და წმ. სტანისლავის ორდენებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- გოგიტიძე მ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 85.