ოსკარ ბაკლუნდი
| ოსკარ ბაკლუნდი | |
|---|---|
|
| |
| დაბ. თარიღი | 28 აპრილი, 1846[1] [2] [3] [4] [5] |
| დაბ. ადგილი | Länghem |
| გარდ. თარიღი | 29 აგვისტო, 1916[1] [2] [4] (70 წლის) |
| გარდ. ადგილი | Pulkovo[2] |
| დასაფლავებულია | Pulkovo Observatory cemetery |
| მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია |
| საქმიანობა | ასტრონომი[6] [2] და სამეცნიერო მუშაკი[7] |
| მუშაობის ადგილი | უფსალის უნივერსიტეტი[2] და პულკოვოს ობსერვატორია[8] |
| ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი[9] |
| შვილ(ებ)ი | Elsa Celsing და Helge Backlund |
| ჯილდოები | ასტრონომიის სამეფო საზოგადოების ოქროს მედალი, ბრიუსის მედალი[10] , ლალანდის პრემია, ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრი და სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრი[11] |
ოსკარ ანდრიას ძე ბაკლუნდი (რუს. О́скар Андре́евич Ба́клунд, შვედ. Johan Oskar Backlund; დ. 16 (28) აპრილი, 1846, კარლსტადის მახლობლად — გ. 16 (29) აგვისტო, 1916, პულკოვო) — რუსი ასტრონომი. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1883), პულკოვოს ობსერვატორიის დირექტორი (1895-იდან), მრავალი მეცნიერული გამოკვლევის ავტორი ცის მექანიკაში. მისი ნაშრომებიდან ყველაზე ცნობილია ენკეს კომეტის (ასევე ცნობილი, როგორც ენკე-ბაკლუნდის კომეტა) მოძრაობისადმი მიძღვნილი გამოკვლევები. ბაკლუნდმა უარყო გერმანელი ასტრონომის ი. ენკეს შეხედულება, რომ კომეტის მოძრაობაში შემჩნეული შეშფოთებანი გამოწვეულია საპლანეტათშორისო სივრცის წინაღობით და მის გამომწვევ მიზეზად მიიჩნია კომეტის პერიოდული შეხვედრები მეტეორულ ნაკადთან. გაითვალისწინა კომეტის მოძრაობაში მერკურით გამოწვეული შეშფოთებანი და განსაზღვრა ამ უკანასკნელის მასა. მანვე ჩაატარა რამდენიმე საინტერესო გეოდეზიური გამოკვლევა, მონაწილეობდა შპიცბერგენზე მერიდიანის რკალის გაზომვაში.
ხსოვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მის პატივსაცემად:
- მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს ბაკლუნდი.
- მთავარი სარტყლის ერთ-ერთ ასტეროიდს (856) ბაკლუნდი ეწოდა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 159.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 3 4 5 Johan Oskar (Oskar Andreevitj) Backlund — 1917.
- ↑ Dannike kyrkoarkiv, Födelse- och dopböcker, SE/GLA/13086/C/3 (1832-1860), bildid: C0043485_00042, sida 66
- 1 2 La France savante / B. Delmas, R. Mathis — 2009.
- ↑ Biographical Database of Southern African Science — 2002.
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #11602965X // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
- ↑ Národní autority České republiky
- ↑ Воронцов-Вельяминов Б. А. История астрономии в России в XIX столетии // Труды института истории естествознания — 1948. — Т. 2. — С. 26–70.
- ↑ Mathematics Genealogy Project — 1997.
- ↑ https://phys-astro.sonoma.edu/brucemedalists/oskar-backlund
- ↑ List of Royal Society Fellows 1660-2007 — ლონდონის სამეფო საზოგადოება. — გვ. 18.
- დაბადებული 28 აპრილი
- დაბადებული 1846
- გარდაცვლილი 29 აგვისტო
- გარდაცვლილი 1916
- ხელოვნებისა და მეცნიერების ამერიკული აკადემიის წევრები
- ლონდონის სამეფო საზოგადოების უცხოელი წევრები
- რუსი ასტრონომები
- წმინდა ანას I ხარისხის ორდენის კავალრები
- წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენის კავალრები
- უფსალის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები