ოსვალდ მოსლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოსვალდ მოსლი
ინგლ. Oswald Mosley
დაბადების თარიღი 16 ნოემბერი, 1896(1896-11-16)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ვესტმინსტერი
გარდაცვალების თარიღი 3 დეკემბერი, 1980(1980-12-03)[1] [2] [3] [4] [5] (84 წლის)
გარდაცვალების ადგილი Orsay
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო[6]
განათლება უინჩესტერის კოლეჯი, West Downs School და Royal Military College, Sandhurst
მამა სერ ოსვალდ მოსლი, მე-5 ბარონეტი[3] [7]
დედა კატარინ ედვარდს-ჰითკოტი[3] [7]
მეუღლე/ები დიანა მიტფორდი[7] და ლედი სინტია მოსლი[7]
შვილ(ებ)ი Vivien Mosley[7] [3] , Nicholas Mosley, 3rd Baron Ravensdale[7] , Michael Mosley, Oswald Alexander Mosley[3] [7] და Max Mosley

სერ ოსვალდ ერნალდ მოსლი, მე-6 ბარონეტი (ინგლ. Sir Oswald Ernald Mosley) (დ. 16 ნოემბერი, 1896 — გ. 3 დეკემბერი, 1980) — ბრიტანელი პოლიტიკოსი, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა 1920-იანებში, როგორც პარლამენტის წევრმა და მოგვიანებით 1930-იანებში, მეინსტრიმული პოლიტიკით იმედგაცრუებული, ბრიტანულ ფაშისტთა კავშირს ჩაუდგა სათავეში.[8][9] მოსლი არ იყო რაინდი, მაგრამ ის იყო მე-6 ბარონეტი — წოდება, რომელიც მის ოჯახში საუკუნეზე მეტი არსებობდა და რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ 1928 წლის 21 სექტემბერს მიიღო.[10]

პირველ მსოფლიო ომში მსახურობის შემდეგ, მოსლი იყო პარლამენტის ერთ-ერთი ახალგაზრდა წევრი, რომელიც წარმოადგენდა ჰაროს ოლქს 1918 წლიდან 1924 წლამდე, პირველად როგორც კონსერვატიული, შემდეგ კი დამოუკიდებელი კანდიდატი, სანამ ლეიბორისტული პარტიის წევრი გახდებოდა. 1924 წლის საყოველთაო არჩევნებზე ის კენჭს იყრიდა ბირმინგემ ლედივუდის ოლქისთვის მომავალ პრემიერმინისტრ ნევილ ჩემბერლენის წინააღმდეგ, რომელმაც 100 ხმით სძლია მას.

1926 წლის არჩევნებზე მოსლი დაბრუნდა პარლამენტში როგორც სმეთიკის ლეიბორისტი დეპუტატი და 1929-1931 წლის ლეიბორისტულ მთავრობაში მსახურობდა ლანკასტერის საჰერცოგოს კანცლერად. ის ითვლებოდა სავარაუდო ლეიბორისტ პრემიერმინისტრად, მაგრამ მიატოვა პარტია მთავრობის უმუშევრობის პოლიტიკასთან შეუსაბამობის გამო. 1931 წელს საყოველთაო არჩევნებზე არჩია არ დაეცვა სმეთიკის საარჩევნო ოლქი და ნაცვლად ამისა წარუმატებლად კენჭი იყარა სტოკ-ონ-ტრენტის ოლქში. 1932 წელს მოსლის ახალი პარტია გადაიქცა ბრიტანულ ფაშისტთა კავშირად.

მოსლი დააკავეს 1940 წლის მაისში და მოხდა მისი ინტერნირება, ხოლო ბრიტანული ფაშისტთა კავშირი აიკრძალა. ის გაათავისუფლეს 1943 წელს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოსლიმ დააფუძნა კავშირის მოძრაობა და ეცადა პარლამენტში მოხვედრას, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობის ხმები მიიღო. ფაშიზმთან ასოცირების გამო პოლიტიკურად დისკრედიტებული, 1951 წელს საზღვარგარეთ გადასახლდა და დარჩენილი ცხოვრების დიდი ნაწილი პარიზში გაატარა. გერმანულ რაიხის პარტიასთან, ახალგაზრდა ევროპასა და იტალიის სოციალურ მოძრაობასთან ერთად 1962 წლის მარტში ვენეციაში მან დააარსა ახალი ულტრამემარჯვენე ინტერნაციონალი, ევროპის ნაციონალური პარტია. [11]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Mosley, Nicholas (1982). Rules of the Game: Sir Oswald and Lady Cynthia Mosley, 1896–1933. Secker & Warburg. ISBN 978-0-436-28849-4. 
  • Mosley, Nicholas (1983). Beyond the Pale: Sir Oswald Mosley and Family, 1933–1980. Secker & Warburg. ISBN 978-0-436-28852-4. 
  • Mosley, Oswald (1968). My Life. Arlington House. ISBN 978-0-87000-160-4. 
  • Angelo del Boca and Mario Giovana (1970). Fascism Today: A World Survey. Heinemann. 
  • Dorril, Stephen (2006). Blackshirt: Sir Oswald Mosley and British Fascism. Viking Publishing. ISBN 0-670-86999-6. 
  • Farndale, Nigel (2005). Haw-Haw: The Tragedy of William and Margaret Joyce. Macmillan. ISBN 978-0-333-98992-0. 
  • Macklin, Graham (2006). Chamberlain. Haus Books. ISBN 978-1-904950-62-2. 
  • Pugh, Martin (2005). Hurrah for the Blackshirts!: Fascists and Fascism in Britain between the Wars. Random House. ISBN 0-224-06439-8. 
  • Skidelsky, Robert (1975). Oswald Mosley. Holt, Rinehart and Winston. ISBN 978-0-03-086580-0. 
  • Skidelsky, Robert (1969). „The Problem of Mosley: Why a Fascist Failed“. Encounter. 33 (192). pp. 77–88.
  • Worley, Matthew (2010). Oswald Mosley and the New Party. Palgrave Macmillan. ISBN 978-0-230-20697-7. 

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]