ოსეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ოსეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ჩრდილოეთ ოსეთი.
Disambig-dark.svg სიტყვას „ოსეთი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ სამხრეთ ოსეთი.
ოსეთის ტერიტორია XX საუკუნიდან

ოსეთი (ოს. Ирыстон) — რეგიონი ცენტრალურ კავკასიაში, რომელიც მეტწილად ოსებით არის დასახლებული.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიული ოსეთი მდებარეობს ჩრდილოეთ კავკასიაში, ამჟამინდელი ჩრდილოეთ ოსეთის რესბუბლიკის – ალანიის, ტერიტორიაზე, რუსეთის ფედერაციაში. ამავე პირობითი სახელწოდებით ხშირად შეცდომით აღინიშნება ცხინვალის რეგიონი, ისტორიული სამაჩაბლო (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი) საქართველოში, სადაც ჩრდილო კავკასიიდან ოსთა გადმოსახლება დაიწყო XVII საუკუნიდან. ამ რეგიონთან მიმართებაში ტერმინი „ოსეთი“ არაოფიციალურად ხმარებაში შემოდის XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან. „ოსეთი“, როგორც სახელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულისა, პირველად 1842-1843 წლებში გაჩნდა, მაშინ როდესაც თბილისის გუბერნიაში შეიქმნა „ოსეთის ოკრუგი“, რომელმაც მოიცვა ნარის (ისტ. დვალეთი), ჯავისა და ლიახვის თემები. 1858 წელს ოკრუგი კავკასიის მეფისნაცვლის ალექსანდრე ბარიატინსკის განკარგულებით გაუქმდა, დვალეთი (ნარის უბანი) კი თერგის ოლქს გადაეცა. უშუალოდ ტერმინი „სამხრეთი ოსეთი“, უკვე 1860 წლიდან ფიქსირდება რუსეთის იმპერიის ოფიციალურ დოკუმენტებში.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოსეთი ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე

ოსეთი და მისი საზღვრები აღწერილი აქვს ვახუშტი ბატონიშვილს მის სამეცნიერო ნაშრომში — „საქართველს გეოგრაფია“ და ძირითადად მოიცავდა მდინარე თერგის მარცხენა შენაკადების მაღალმთიან მხარეს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ოსეთი&oldid=3009377“-დან