ორჰუსის კონვენცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ევროპის ეკონომიკური კომისიის კონვენცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ, ასევე ცნობილი, როგორც ორჰუსის კონვენცია ― კონვენცია, რომელსაც 1998 წლის 25 ივნისს მოეწერა ხელი დანიის ქალაქ ორჰუსში. კონვენცია ძალაში შევიდა 2001 წლის 30 ოქტომბერს. 2017 წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, კონვენციას 47 მხარე ჰყავს: 46 სახელმწიფო და ევროპის კავშირი.[1] კონვენცია რატიფიცირებულია ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების მიერ. ევროპის კავშირმა ორჰუსის ტიპის პრინციპების დანერგვა საკანონმდებლო დონეზე დაიწყო, რომელთა შორის ყველაზე მეტად ცნობილი „Water Framework Directive“. ლიხტენშტაინსა და მონაკოს კონვენციაზე ხელი მოწერილი აქვთ, თუმცა რატიფიცირებული ― არა.
შინაარსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ორჰუსის კონვენცია მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებაა, რომლის მეშვეობითაც მოქალაქეთა მიერ გარემოსდაცვით ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობები იზრდება და გამჭვირვალობისა და სანდრო რეგულირების პროცედურა დაცულია.[2][3] ორჰუსის კონვენცია უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით ხასიათდება: საზოგადოებას, როგორც დღევანდელ, ისე მომავლა თაობებს, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება აქვს.
სამი სვეტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომა: ყოველ მოქალაქეს გარემოსდაცვით ინფორმაციაზე მარტივი და ფართო წვდომის უფლება უნდა ჰქონდეს. საჯარო სექტორმა უნდა შეაგროვოს და გაავრცელოს მოთხოვნილი ინფორმაცია დროულად და გამჭვირვალედ. ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დაშვებული (მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოებისთვის).[4][5]
- საზოგადოებრივი მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში: საზოგადოება ინფორმირებული უნდა იყოს შესაბამისი პროექტების შესახებ და გადაწყვეტილების მიღებისა და საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ხალხის ცოდნისა და ექსპერტიზის გამოყენება შეუძლიათ, რაც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების ხარისხის გაუმჯობესების შესაძლებლობას იძლევა.[6][7]
- სამართლიანობის უფლება: მხარის მიერ გარემოსდაცვითი კანონისა და კონვენციის პრინციპების დარღვევის შემთხვევაში საზოგადოებას სასამართლოსა და სხვა პროცედურების მეშვეობით სამართლიანობის მიღების უფლება აქვს.[7][8]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- UNECE Aarhus Convention website
- UNECE Aarhus Convention Clearinghouse website
- Case Law of the Aarhus Convention Compliance Committee (2004–2008) დაარქივებული 2022-08-04 საიტზე Wayback Machine.
- 2nd Edition of the Case Law of the Aarhus Convention Compliance Committee (2004–2011) დაარქივებული 2024-03-30 საიტზე Wayback Machine.
- For the Second Meeting of the Parties to the Aarhus Convention. 2005 დაარქივებული 2016-12-26 საიტზე Wayback Machine.
- For the Third Meeting of the Parties to the Aarhus Convention. 2008 დაარქივებული 4 April 2016 საიტზე Wayback Machine.
- For the Fourth Meeting of the Parties to the Aarhus Convention. 2011
- For the Fifth Meeting of the Parties to the Aarhus Convention. 2014
- The Aarhus Convention: A Legal Guide
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ United Nations Treaty Collection. ციტირების თარიღი: 18 August 2017
- ↑ Aarti, Gupta (2008). „Transparency under scrutiny: Information disclosure in Global Environmental Governance“. Global Environmental Politics. 8 (2): 1–7. doi:10.1162/glep.2008.8.2.1. S2CID 53999669.
- ↑ Rodenhoff, Vera (2003). „The Aarhus convention and its implications for the 'Institutions' of the European Community“. Review of European Community and International Environmental Law. 11 (3): 343–357. doi:10.1111/1467-9388.00332.
- ↑ Rodenhoff, 2003, p.345
- ↑ UNECE (2006). Your right to a healthy environment: a simplified guide to the Aarhus convention on access to information, public participation in decision making and access to justice in environmental matters. New York: Geneva:United Nations.
- ↑ Rodenhoff, 2003, p.346
- ↑ 7.0 7.1 UNECE, 2006
- ↑ Rodehoff, 2003, p.348
- გარემოსდაცვითი ხელშეკრულებები
- ალბანეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- სომხეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- აზერბაიჯანის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ბელარუსის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ბელგიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ბოსნია და ჰერცეგოვინის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ბულგარეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ხორვატიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- კვიპროსის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ჩეხეთის რესპუბლიკის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- დანიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ესტონეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ფინეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- საფრანგეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები
- გერმანიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- საბერძნეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- უნგრეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ისლანდიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ირლანდიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- იტალიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ყაზახეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ლატვიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ლიეტუვის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ლუქსემბურგის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- მალტის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- მონტენეგროს საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ნიდერლანდების საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ნორვეგიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- პოლონეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- პორტუგალიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- მოლდოვის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- რუმინეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- სერბეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- სლოვაკეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- სლოვენიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ესპანეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- შვედეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- შვეიცარიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ტაჯიკეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ჩრდილოეთ მაკედონიის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- თურქმენეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- უკრაინის საერთაშორისო ხელშეკრულებები
- გაერთიანებული სამეფოს საერთაშორისო ხელშეკრულებები
- ყირგიზეთის საერთაშორისო ხელშეკრულებები