ორჯოხის ტრიკონქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ორჯოხის ტრიკონქი — ტაძარი ისტორიულ იმიერტაოში, ოლთისის ოლქში, სოფელ ორჯოხთან[1] (თანამედროვე ორუჯუკი, ორჯუკი, თურქ. Orucuk). სოფლის სამხრეთით 900 მეტრზე, მცირე ბორცვზე. გეგმაში არის ტრიკონქი და ისტორიული საქართველოს ამ ტიპის ტაძრებიდან ჰგავს ორთულის, ურაველის, დორთ-ქილისასა და ბაღჩალო-ყიშლას ეკლესიებს. ძლიერ დანგრეულია. შემორჩენილია ჩრდილოეთის კედლის ნაწილი. დანარჩენი ნაწილები დიდი ზომის დუღაბის ფრაგმენტების სახითაა მიმობნეული, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ეკლესია აფეთქებულია. მიაკუთვნებენ X საუკუნეს. სავარაუდოდ აშენებიდან მოგვიანებით, ჯაყელების სააღმშენებლო აქტიურობისას ეკლესია შიგნიდან შელესეს და მოხატეს (სავარაუდოდ XIII-XIV სს.). ფასადზე შემორჩენილია ტაო-კლარჯეთის ქართული ხუროთმოძღვრებისათვის ტიპური, სინგურით შესრულებული მარაოსებრი დეკორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2016 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, გვ. 234, კავკასიის უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი, 2017, ISBN 978-9941-9470-8-7