ორხევი (თბილისი)
| უბანი | |
|---|---|
|
ორხევი | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| ქალაქი | თბილისი |
| რაიონი | სამგორი |
| კოორდინატები | 41°41′38″ ჩ. გ. 44°55′31″ ა. გ. / 41.69415500° ჩ. გ. 44.92537000° ა. გ. |
| დაარსდა | 1948[1] |
| ფართობი | 1.477 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 513.5 მეტრი |
| ოფიციალური ენა | ქართული ენა |
| სატელეფონო კოდი | 995-32-2-76[2] და 995-32-2-45 |
| საფოსტო ინდექსი | 0190[3] |
ორხევი — უბანი თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, სამგორის რაიონში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სამგორი-II და ზემო ალექსეევკის დასახლებებს შორის.[4]
ეტიმოლოგია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება „ორხევი“, სავარაუდოდ, ამავე სახელწოდების მდინარეს უკავშირდება და ორი სიტყვის, „ორი“ და „ხევის“ შეერთებითაა მიღებული, რაც „ორ ხევს“ ან „ორი ხევის შესართავს“ ნიშნავს.[5] ისტორიულად ეს ტერიტორია, მეზობელი დასახლებების ჩათვლით, ცნობილი იყო „ქარისების“ სახელით, რაც „ქარიან ადგილებს“ ნიშნავს.[6]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ძველი ხანა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტერიტორიას, რომელზეც თანამედროვე დასახლება მდებარეობს, უძველესი ისტორია აქვს. ორხევის ველზე, მდინარე ორხევისა და მტკვრის შესართავთან, აღმოჩენილია გვიანი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII—XI სს.) სამარხები. არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნია 80-ზე მეტი არტეფაქტი, მათ შორის მრავალფეროვანი კერამიკა (დოქი, ქოთანი, თასი), ბრინჯაოს იარაღი (სატევარი, ცული, შუბისა და ისრის პირები), ასევე ბრინჯაოს, ძვლისა და სარდიონის სამკაულები. ეს აღმოჩენები მიუთითებს ამ ტერიტორიის მჭიდრო დასახლებასა და განვითარებულ მეურნეობაზე, რომელიც მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობას ემყარებოდა, უკვე სამი ათასზე მეტი წლის წინ.[7]
ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე მუშათა დასახლების დაარსებამდე, სახელწოდება „ორხევი“ გეოგრაფიულ ადგილს, სავარაუდოდ, ამავე სახელწოდების რკინიგზის სადგურს აღნიშნავდა. საბჭოთა პერიოდში ეს ტერიტორია პირველად 1921 წლის თებერვალში, საქართველოს გასაბჭოების კონტექსტში მოიხსენიება, როდესაც წითელი არმიის ნაწილები ტფილისზე შეტევის ფარგლებში, მათ შორის, ორხევის სადგურისკენ მიიწევდნენ.[8]
ომისშემდგომ წლებში, სამგორის სარწყავი სისტემის პროექტის დაწყებასთან ერთად, ტერიტორიის აქტიური ათვისება დაიწყო. პირველი მოსამზადებელი სამუშაოები 1946 წელს დაიწყო. იმავე წლის ოქტომბერში პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მომავალი თბილისის წყალსაცავის მიდამოებში მუშათა დასახლებების მშენებლობის დაწყების შესახებ.[9]
1946 წლის ბოლოსთვის ორხევი უკვე დედაქალაქის ადმინისტრაციულ რუკაზე გამოჩნდა.
ტერიტორიის სრულმასშტაბიანი სამრეწველო ათვისება, რომელიც უკვე ორხევის სახელით იყო ცნობილი, 1948 წელს დაიწყო, როდესაც ეს ტერიტორია ტრესტ „სამგორწყალმშენის“ მთავარ სამრეწველო-ლოგისტიკურ ბაზად აირჩიეს, რომელიც სამგორის სარწყავი სისტემის მშენებლობას ახორციელებდა.
სამრეწველო ბაზის შექმნის შემდეგ დაიწყო საცხოვრებელი სახლების აქტიური მშენებლობა.[10].
დღეს
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოსტსაბჭოთა პერიოდში ორხევმა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დანიშნულება შეიძინა და საქართველოს თავდაცვის ძალების საკვანძო ობიექტის დისლოკაციის ადგილად გადაიქცა.[11][12]
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლება ორხევი მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთ ნაწილში, სამგორის სარწყავი სისტემის ტერიტორიაზე. ეს ადგილი ხასიათდება თიხნარების არსებობით, რაც დადასტურდა 2011 წლის სამეცნიერო ნაშრომში, რომელიც მელიორაციის საკითხებს ეძღვნებოდა. კვლევებისთვის გამოყენებული იყო ნიადაგის ნიმუშები, რომლებიც უშუალოდ ორხევის რაიონიდან აიღეს.[13]
საბჭოთა დროიდან ორხევის ტერიტორია და მისი შემოგარენი ცნობილი იყო სამშენებლო მასალების, კერძოდ, თაბაშირის (ქართ. გაჯი) საბადოებით.[14]
ადმინისტრაციული სტატუსი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პოსტსაბჭოთა პერიოდის ადმინისტრაციული რეფორმების შემდეგ, ორხევი ქალაქ თბილისის სამგორის რაიონის შემადგენლობაშია. მუნიციპალიტეტის 2014 წლის დადგენილების თანახმად, ორხევი აეროპორტის დასახლების ტერიტორიასთან და სხვა ტერიტორიებთან ერთად ქმნის რაიონის მე-19 მიკრორაიონს (უბანს) სახელწოდებით „ორხევი, აეროპორტი“.[15]
ინფრასტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დასახლების ინფრასტრუქტურა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ჩამოყალიბდა, მოიცავს საგანმანათლებლო, სამრეწველო, კომერციულ, კულტურულ და სარეკრეაციო ობიექტებს. ბევრი მათგანი სსრკ-ის დაშლის შემდეგ გაუქმდა ან გარდაიქმნა, ხოლო მათ ადგილას და მათ გვერდით ახლები გაჩნდა.
დასახლება ორხევში მდებარეობს საქართველოს თავდაცვის ძალების მოქმედი სამხედრო-ლოგისტიკური ჰაბი. ბაზა გამოიყენება სამხედრო ტექნიკის მიღებაში, მომსახურებაში, მოდერნიზაციასა და განაწილებაში.[11][12]
მრეწველობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საბჭოთა პერიოდში ორხევი მნიშვნელოვანი სამრეწველო და ლოგისტიკური ცენტრი იყო. პოსტსაბჭოთა პერიოდში ამ და ახალი საწარმოების ბაზაზე კერძო კომპანიები დაარსდა.
XXI საუკუნეში ორხევის სამრეწველო ზონა აგრძელებს ფუნქციონირებას, სპეციალიზდება რა ძირითადად კვების, ლოგისტიკურ და სამშენებლო დარგებში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სამგორის სარწყავი სისტემა
- ორხევი (მდინარე)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Гаганидзе В. Самгори // Свободная Грузия — Свободная Грузия, 1948. — С. 3.
- ↑ Т. Ласхишвили Свободная Грузия N161 — 1998.
- ↑ Georgian Post
- ↑ ზურაბ აბაშიძე, გიორგი ბათიაშვილი, თეიმურაზ ბერიძე, ავთანდილ სახვარელიძე, ზურაბ ჭელიძე, ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“ / გ. აფრასიძე, შ. ბადრიძე, ელ. კაჯაი, მამია დუმბაძე, ვიქტორ გუჩუა, თბილისი: საქართველოს ენციკლოპედიის ირაკლი აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია, 2008. — გვ. 135, ISBN 978-99928-20-35-3.
- ↑ ორხევი. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-06-29. ციტირების თარიღი: 2025-06-26.
- ↑ სახლთხუციშვილი, უშანგი, ადგილის დედა ანუ რას მოგვითხრობენ ტოპონიმები : წიგნი I / პაატა ცხადაია, ტ. 1, თბილისი: ლომისი, 1997. — გვ. 66, 91.
- ↑ გ. აფრასიძე, შ. ბადრიაძე, ელ. კაჯაია, თბილისის ისტორია. ტომი I: თბილისი უძველესი დროიდან XVIII საუკუნის ბოლომდე / მამია დუმბაძე, ვიქტორ გუჩუა, ტ. 1, თბილისი: მეცნიერება, 1990. — გვ. 43—44, 160000 ეგზ.
- ↑ Красные орлы Кавказа(რუსული) // Заря Востока / ი. ჩხიკვიშვილი, თბილისი: საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო, 1963, № 11637, გვ. 3, დაარქივებულია ორიგინალიდან (29 ივნისი, 2025)
- ↑ ელერდაშვილი, ს., На стройках новой пятилетки. Трасса Самгорского канала(რუსული) // Заря Востока / ნ. ვ. პავჩინსკი, თბილისი: საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური და თბილისის კომიტეტების ორგანო, 1946, № 6845, გვ. 3, დაარქივებულია ორიგინალიდან (29 ივნისი, 2025)
- ↑ ლომთაძე დ., სამგორის ველზე...(ქართ.) = სამგორის ველზე // კომუნისტი, თბილისი: საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანო, 1949, № 214 (8517), გვ. 2.
- 1 2 თურქეთმა თავდაცვის ძალებს სპეციალური ტექნიკა გადასცა (2022-01-29). ციტირების თარიღი: 2025-07-02
- 1 2 თავდაცვის ძალების ახალი საავტომობილო საშუალებებით აღჭურვის პროცესი დაიწყო (2020-07-26). ციტირების თარიღი: 2025-07-02
- ↑ Кикнадзе Х.Л., Дадиани К.З., Маисая Л.Д., Лордкипанидзе Ф.Н., Наврозашвили М.З., Снижение фильтрации грунтов использованием ПАВ(რუსული) // Сборник научных трудов / под ред. Г. В. Гавардашвили, И. Р. Иремашвили, თბილისი: Институт водного хозяйства Грузинского технического университета, 2011, № 66, გვ. 124—127, ISSN 1512-2344
- ↑ საქართველოს გეოგრაფია : ნაწილი II / რედ. ზ. ტატაშიძე, ვ. ნეიძე და სხვ., თბილისი, 2003. — გვ. 192, ISBN 9994074105.
- ↑ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში დადგენილ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადმინისტრაციული ერთეულების - რაიონების ტერიტორიულ ერთეულებად – უბნებად დაყოფის შესახებ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (2014-12-09). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2025-04-25. ციტირების თარიღი: 2025-06-26
| ||||||||||||||||||||||||||||||||