ორხევი
ორხევი | |
---|---|
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | თბილისი |
ქალაქები | თბილისი |
სათავე | 41°44′17″ ჩ. გ. 44°55′43″ ა. გ. / 41.738083° ჩ. გ. 44.928694° ა. გ. |
შესართავი |
მტკვარი 41°39′34″ ჩ. გ. 44°53′51″ ა. გ. / 41.659500° ჩ. გ. 44.897639° ა. გ. |
შესართავის მდებარეობა | თბილისი |
სიგრძე | 14 კმ |
აუზის ფართობი | 33,8 კმ² |
![]() ![]() |
ორხევი — მდინარე თბილისში, მტკვრის მარცხენა შენაკადი. მიედინება ივრის ზეგანზე. წარმოიქმნება მდინარეების ფორაქაანთხევისა და თეთრიხევის შეერთებით, კახეთის გზატკეცილთან. მტკვარს ერთვის გარდაბნის გზატკეცილის მახლობლად. სიგრძე — 14 კმ, აუზის ფართობი — 33,8 კმ². საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე იცის წყალმოვარდნა, ზამთარში — წყალმცირობა. მდინარე ორხევის მარცხენა მხარეს გაშენებულია თბილისის უბნები — ორხევი, ალექსეევკა; მარჯვენა მხარეს — ვარკეთილი და ნავთლუღი-II.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ენციკლოპედია თბილისი, თბილისი 2002. გვ. 724