ორწვერი (მთა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორწვერი (მრავალმნიშვნელოვანი).
ორწვერი
მყინვარწვერი და ორწვერი (ხედი სოფ. სნოდან)
მყინვარწვერი და ორწვერი (ხედი სოფ. სნოდან)
კოორდინატები: 42°40′20″ ჩ. გ. 44°30′42″ ა. გ. / 42.6722583° ჩ. გ. 44.5117917° ა. გ. / 42.6722583; 44.5117917
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4222 
მთის მასივი მყინვარწვერის მასივი
პირველი ასვლა 1913
ორწვერი (მთა) — საქართველო
ორწვერი (მთა)
ორწვერი (მთა) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
ორწვერი (მთა)

ორწვერი — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მყინვარწვერის მასივის სამხრეთ ნაწილში, მყინვარ გერგეტისა და მდინარე ქესიის სათავეების მყინვართა წყალგამყოფზე. სიმაღლე 4222 . ახასიათებს კლდოვანი „გუშაგები“. აგებულია ზედაპლიოცენური ლავებით, რომლებიც ქმნიდა მყინვარწვერის ძველი, ამჟამად დანგრეული კალდერის სამხრეთ კიდეს. ორწვერზე პირველად ავიდნენ 1913 წელს (მ. გალკინი და კ. ფიცხელაური). პირველი საბჭოთა ასვლა მოეწყო 1930 წელს (დ. მიქელაძე ჯგუფით).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]