ორცხობილა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორცხობილა - პატარა ზომის ბრტყელი, ტკბილი, გამომცხვარი ან გამოუცხობელი დესერტი ან წასახემსებელი. ჩვეულებრივად მრგვალი, მომრგვალო ან ოთხკუთხედის ფორმისაა, ოთახის ტემპერატურის, თბილი ან ცხელი პირდაპირ ღუმელიდან. შეიცავს ფქვილს, შაქარს, კარაქს ან სხვა ცხიმს (მაგ. მარგარინი, ზეთი), ხანდახან დამატებით შოკოლადს, ქიშმიშს თხილს და სხვა ინგრედიენტებს. ორცხობილის სახეობები დამატებითი ინგრედიენტებით ცალკე გამოიყოფა, მაგ. შოკოლადის ორცხობილა, ქიშმიშის ორცხობილა და ა.შ. ხშირად იჭმევა რაიმე სასმელთან ერთად, მაგ. რძე, ყავა, ჩაი. ქარხნულად დამზადებული ორცხობილები იყიდება მაღაზიებში და სუპერმარკეტებში ყუთებში და შეფუთვებში. სახლებში, საცხობებში და კაფეებში მზადდება ახალი ორცხობილები, ხშირად ორიგინალური რეცეპტებით.

მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორცხობილის სახეობა.

აქვს რბილი, ზომიერად ხრაშუმა ტექსტურა. ორცხობილას ტექსტურა დამოკიდებულია ინგრედიენტების პროპორციაზე და ღუმელში გამოცხობის დროზე. უმეტესად ორცხობილა ცხვება იმდენ დროს, რომ გარკვეული სირბილეც შეინარჩუნოს. ზოგ ორცხობილას გამოუცხობლადაც ჭამენ - ასეთ ორცხობილებს ყველაზე რბილი ტექსტურა აქვთ. ორცხობილას სიმტკიცეს განაპირობებს, ჩვეულებრივი ნამცხვრისგან განსხვავებით, წყლის მაგივრად ზეთის ან კარაქის გამოყენება - ეს დაკავშირებულია წყლისა და ზეთის აორთქლების განსხვავებულ ტემპერატურასთან.


ორცხობილის სიმარტივის გამო არსებობს მისი უამრავი სტილი და ვარიაცია. ხშირად ემატება სხადასხვა დამატებითი ინგრედიენტი - შოკოლადი, თხილი, ქიშმიში, სხვაფასხვა შაქარი და სუნელი, შოკოლადის კარაქი, კენკრა, ჩირი და სხვა. გამოიყოფა ასევე ორცხობილა სენდვიჩი - ორი ორცხობილა, რომელთა შორის მოთავსებულია კრემის ან ჯემის შიგთავსი. ასეთია, მაგალითად, ორეოს ორცხობილა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორცხობილას მაგვარი კერძები ყოველთვის არსებობდა და ზოგადად ცხობასთან ერთადვე გაჩნდა - მათი მთავარი უპირატესობა თან სატარებლად სიადვილე იყო. თუმცა, თანამედროვე სტანდარტებიზთ ორცხობილას სახელწოდების მისანიჭებლად ისინი არ იყვნენ საკმარისად ტკბილი [1]. თანამედროვე გაგებით ორცხობილა გაჩნდა სპარსეთში VII საუკუნეში, როდესაც რეგიონში შაქარი გავრცელდა[2][3]. ევროპაში ის არაბებმა შემოიტანეს ესპანეთის დაპყრობის დროს, ესპანეთიდსნ კი ორცხობილა სხვა ქვეყნებში გავრცელდა, მაგრამ შაქარი თაფლით იცვლებოდა, რადგან ევროპაში იგი არ იყო ხელმისაწვდომი. ორცხობილა ითვლებოდა როგორც მაღალი, ასევე დაბალი სოციალური სტატუსის კერძად.


კერძის პოპულარობა გაიზარდა მოგზაურობის პოპულარიზაციასთანავე - ის გახდა ცნობილი, როგორც სამოგზაურო საკვები, რომელსაც თან ატარებდნენ გებზე მგზავრობისას. ასეთი ორცხობილა შედარებით უფრო მკვრივი იყო და შედგებოდა წყლისგან, თხილისგან და რაიმე დამატკბობელისგან. თანამედროვე სახის ორცხობილა შაქრით და კარაქით არ იყო გავრცელებული XVIII საუკუნემდე, როდესაც დაიწყო შაქრის ფასის კლება[4]. შემდგომში დაიწყო ორცხობლის ქარხნული წარმოება - დღეისთვის კომერციული წარმოების ორცხობილის უამრავი ბრენდი და სახეობა ამზადებს.

კრიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორცხობილის ხშირი მოხმარება ზრდის ჭარბი წონის და დიაბეტის რისკს, რადგან შეიცავს შაქრის და ცხიმის დიდ რაოდენობას და კალორიულობით გამოირჩევ. ამის გამო მას ხშირად ერიდებიან. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ორცხობილას საუხმის მაგივრად ჭამს დროის უკმარისობის გამო - ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია "დიეტური" ორცხობილები შედარებით ნაკლები კალორიით[5].

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]