ორფოთოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორფოთოლა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
გვარი:  ჯადვარი
სახეობა:  ორფოთოლა
ლათინური სახელი
Platanthera bifolia (L.) Rich.

ორფოთოლა (ლათ. Platanthera bifolia) — მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. 30-35 სმ სიმაღლის. ფოთოლი ორია, ფართოოვალური, ბლაგვწვერიანი. ყვავილედი მეჩხერია, ცილინდრული ფორმის. ყვავილები თეთრია, წვერში ოდნავ მომწვანო, ძლიერ სურნელოვანი, განსაკუთრებით – ღამით. ყვავილსაფრის გარეთა ფოთლები ხუთძარღვიანია, შიგნითა – სამძარღვიანი. თანაყვავილები ლანცეტაა, ბლაგვი. ტუჩი ხაზურია ან ენისებური. იზრდება მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ტყეებში, ბუჩქნარებში, ტყის პირა ადგილებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. გავრცელების საერთო არეალი მოიცავს მთელ კავკასიას, ევროპას, ახლო აღმოსავლეთსა და ციმბირის ზოგიერთ რეგიონს.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]