დანიელ ორტეგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორტეგა, დანიელ)
დანიელ ორტეგა
დანიელ ორტეგა

ნიკარაგუის 58-ე პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი, 1985 – 25 აპრილი, 1990
ვიცე-პრეზიდენტი  სერხიო რამირესი
წინამორბედიეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტა
მემკვიდრევიოლეტა ბარიოს დე ჩამორო

თანამდებობაზე ყოფნის დრო
10 იანვარი, 2007 – დღემდე
ვიცე-პრეზიდენტი  ხაიმე მორალეს კარასო
წინამორბედიენრიკე ბოლანიოსი

დაბადებული11 ნოემბერი, 1945
ლა ლიბერტადი, ნიკარაგუა
მოქალაქეობანიკარაგუა
ეროვნებანიკარაგუელი
პოლიტიკური პარტიასანდინისტების ეროვნულ-ლიბერალური ფრონტი

ხოსე დანიელ ორტეგა საავედრა (ესპ. José Daniel Ortega Saavedra; დ. 11 ნოემბერი 1945) — ნიკარაგუის 58-ე და მოქმედი 62-ე პრეზიდენტი. სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალური ფრონტის თავმჯდომარე.

ორტეგა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 2 სექტემბერს, ნიკარაგუის არმიის დაარსების 29-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე, ორტეგამ საჯაროდ განაცხადა, რომ „ნიკარაგუა აღიარებს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას და სრულად უჭერს მხარს რუსეთის მთავრობის პოზიციას“. ორტეგას გადაწყვეტილების შემდეგ, ნიკარაგუა რუსეთის შემდეგ მეორე სახელმწიფო გახდა, რომელმაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საქართველოსგან დამოუკიდებლობა აღიარა.[1] ერთი დღის შემდეგ, სეპარატისტული რეგიონები ვენესუელამაც აღიარა. ნიკარაგუამ დიპლომატიური ურთიერთობები უკვე დაამყარა აფხაზეთთან და უახლოეს მომავალში იგივეს გეგმავს სამხრეთ ოსეთთანაც.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nicaragua recognizes South Ossetia and Abkhazia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-05-01. ციტირების თარიღი: 2012-05-17.
  2. Abkhazia, S. Ossetia may soon open embassies in Nicaragua, RIA Novosti, 03/06/2010.