ორსართულიანი ქარავან-სარაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორსართულიანი ქარავან-სარაი
აზერ. İkimərtəbəli karvansaray
მდებარეობა დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი, ბაქო
ტიპი ქარავან-სარაი
სტილი შირვან-აპშერონის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება XVII საუკუნე
მდგომარეობა ისტორიული ძეგლი

ორსართულიანი ქარავან-სარაი (აზერ. İkimərtəbəli karvansaray) — ქარავან-სარაი, განლაგებულია ქალაქ ბაქოს ისტორიულ ნაწილში, იჩერი-შეჰერში ჰაგიგათ რზაევას ქუჩაზე, ციხის სამხრეთ ნაწილში, ქალწულის კოშკის დასავლეთით.

წყაროების გადმოცემით, ქარავან-სარაი აშენდა XV საუკუნეში შირვანშაჰ ჰალილ-ულლა I[1] მმართველობის დროს, მაგრამ მასში გამოყენებული არქიტექტურული სტილი უფრო მიეკუთვნება XVII საუკუნეს.[2] XIX საუკუნეში ბაქოს რუსეთის იმპერიის მიერ დაპყრობის შემდეგ ქარავან-სარაი გადაეცა ბაქოს მკვიდრს კასუმ-ბეგს და მის შთამომავლებს სარგებლობასი. კასუმ-ბეგი მიეკუთვნებოდა 3 ჩინოვნიკის რიცხვს, რომლებიც მართავდნენ ქალაქ ბაქოს.[3] 1809 წელს ქარავან-სარაის შენობაში განლაგებული იყო ბაქოს პორტი და საბაჟო.[4]

2001 წლის 2 აგვისტოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის დადგენილების საფუძველზე ორსართულიანი ქარავან-სარაი დარეგისტრირდა არქიტექტურულ ძეგლთა ნუსხაში.[5]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. İkimərtəbəli Kаrvаnsаrаy az. icherisheher.gov.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2017. ციტირების თარიღი: 14 March 2018.
  2. К. М. Мамед-заде. Строительное искусство Азербайджана (с древнейших времен до XIXв.). Баку. Элм. 1983. 126
  3. В.Н. Левиатов. Памятники Азербайджанской культуры. Баку. АзФАН. 1944.
  4. Акты Кавказской археографической комиссии/ Т.4, №97, стр.84. – Тифлис, 1870.
  5. Azərbaycan Respublikası ərazisində dövlət mühafizəsinə götürülmüş daşınmaz tarix və mədəniyyət abidələrinin əhəmiyyət dərəcələrinə görə bölgüsünün təsdiq edilməsi haqqında Azərbaycan Respublikasi Nazirlər Kabinetinin qərarı. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 აპრილი 2017. ციტირების თარიღი: 14 March 2018.