ორორა პერინო
| ორორა პერინო | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
23 სექტემბერი, 1994 (31 წლის) ლოს-ანჯელესი |
| მოქალაქეობა |
|
| საქმიანობა | მსახიობი[1] , ტელემსახიობი და კინომსახიობი |
ორორა პერინო — (დ. 23 სექტემბერი, 1994) — ამერიკელი მსახიობი და მოდელი. ყველაზე მეტად ცნობილია შანა ელმსფორდის როლით 1980-იანი წლების ანიმაციური სატელევიზიო სერიალის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში Jem and the Holograms (2015), ჟიზელ ჰემონდის როლით Blumhouse-ის თრილერში Truth or Dare (2018), ტანიას როლით Netflix-ის სერიალში When They See Us (2019) და C-ს როლით HBO-ს სერიალში Westworld (2022).
ცხოვრება და კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პერინო დაიბადა მსახიობ ჰაროლდ პერინოსა და ბრიტანი რობინსონ პერინოს ოჯახში (ყოფილი მსახიობი და მოდელი Tommy Hilfiger-ისა და Liz Claiborne-ისთვის 1990-იან წლებში).[2][3] 16 წლის ასაკში გააფორმა კონტრაქტი მოდელად Click Model Management-თან.[4]
2017 წლის ნოემბერში პერინომ შეიტანა საჩივარი ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტში სცენარისტ მარი მილერის წინააღმდეგ 2012 წელს განხორციელებული სექსუალური ძალადობის ბრალდებით.[5] სერიალ Girls-ის შექმნელმა, სცენარისტმა და მსახიობმა ლინა დანემმა თავდაპირველად დაიცვა მილერი (რომელიც სერიალის სცენარისტი გახლდათ), თუმცა მოგვიანებით უარყო საკუთარი განცხადებები. 2018 წლის 10 აგვისტოს ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურამ უარი თქვა მილერისთვის ბრალის წარდგენაზე.[6][7]
2012 წელს პერინომ ითამაშა ფილმში Air Collision.[8] 2014 წელს გამოჩნდა სერიალ Newsreaders-ის ეპიზოდებში[9] და განასახიერა მარგოს როლი სერიალში Chasing Life.[10] 2014 წლის აპრილში გამოცხადდა პერინოს დამტკიცება შანას როლზე ფილმში Jem and the Holograms, რომელიც ეფუძნებოდა ანიმაციურ სერიალს Jem (1985–1988).[11] ფილმმა გამოიწვია ორიგინალი მულტფილმის ზრდასრული ფანების უკმაყოფილება, იმ მიზეზით, რომ მოზარდი პერსონაჟების შესასრულებლად არ დაიქირავეს ორიგინალი გაჟღერების მსახიობები, რასაც მოჰყვა რასობრივი მოტივით გამოწვეული პრეტენზიები უშუალოდ პერინოს მისამართით, არასაკმარისი სიშავის გამო.[12][13]
2014 წლის ივლისში პერინო დამტკიცდა დრეიკ დორემუსის ფილმში Equals.[14][15][16] ფილმის მსოფლიო პრემიერა შედგა ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე 2015 წლის 5 სექტემბერს.[17] პერინომ შეასრულა ეპიზოდური როლი ფილმში Passengers, რომელიც 2016 წლის 21 დეკემბერს გამოვიდა.[18][19] 2018 წელს პერინო დამტკიცდა ჟიზელ ჰემონდის როლზე Blumhouse-ის საშინელებათა თრილერში Truth or Dare.[20]
2025 წლის ივლისში გამოცხადდა, რომ პერინო შეასრულებდა შანტალის როლს სერიალში Every Year After.[21]
2020-დან 2024 წლამდე პერინო ურთიერთობაში იმყოფებოდა კოლეგა მსახიობ მაიკლ ვლამისთან.[22]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ MYmovies.it — 2000.
- ↑ Ryon, Ruth (17 September 2006). „Actor Perrineau tells Hawaii to get lost“. Orlando Sentinel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 April 2014. ციტირების თარიღი: 19 March 2025.
- ↑ „Family Photo: Harold Perrineau and His Lovely Ladies“. People. 19 March 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 October 2014. ციტირების თარიღი: 23 May 2014. ციტატა: „… and Aurora, 15…“
- ↑ Photos: Aurora Perrineau Models It Up (14 January 2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2014. ციტატა: „Aurora Perrineau,16…“ ციტირების თარიღი: 23 May 2014
- ↑ „Lena Dunham sorry for comment on writer accused of sexual assault“. BBC News. 2017-11-19. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-21. ციტირების თარიღი: 2026-05-17. ციტატა: „Aurora Perrineau, now 23…“
- ↑ 'Girls' Writer Murray Miller Won't Be Charged in Rape Accusation; DA Cites Time, 'Inconsistencies' (10 August 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 August 2018. ციტირების თარიღი: 16 August 2018
- ↑ Kiefer, Halle. (10 August 2018) Girls Writer Murray Miller Won't Be Charged Following Sexual Assault Allegation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 August 2018. ციტირების თარიღი: 16 August 2018
- ↑ Aurora Perrineau Stuns At The Red Carpet Of 'Air Collision' Premiere. BlackCelebKids.com (March 20, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2016. ციტირების თარიღი: February 19, 2016
- ↑ Aurora Perrineau. The New York Times (2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 3, 2016. ციტირების თარიღი: February 19, 2016
- ↑ Bendix, Trish. (July 15, 2015) First look at Leisha Hailey on "Chasing Life". AfterEllen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 2, 2016. ციტირების თარიღი: February 19, 2016
- ↑ Ford, Rebecca. (24 April 2014) 'Jem and the Holograms' Finds Its Stars (Exclusive). The Hollywood Reporter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 June 2014. ციტირების თარიღი: 23 May 2014
- ↑ An Open Letter to Aurora Perrineau playing Shana Elmsford in #JemTheMovie. Black Girl Nerds (27 April 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 May 2014. ციტირების თარიღი: 23 May 2014
- ↑ Kang, Inkoo. (26 April 2014) Watch: A Jem Fan Responds to the Movie's Whitewashed Casting. IndieWire. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2014. ციტირების თარიღი: 23 May 2014
- ↑ Yamato, Jen (July 9, 2014). „'Jem' Star Joins 'Equals'; Comedy 'This Is Happening' Sets Cloris Leachman & More“. Deadline Hollywood. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 18, 2014. ციტირების თარიღი: July 18, 2014.
- ↑ Espina, Alfonso. (July 10, 2014) Aurora Perrineau Joins Nicholas Hoult and Kristen Stewart in Sci-Fi Romance 'Equals'. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 9, 2014. ციტირების თარიღი: July 18, 2014
- ↑ B, Juan (July 10, 2014). „Actriz 'Jem' Aurora Perrineau se une a Kristen Stewart en 'Equals'“ (ესპანური). netjoven.pe. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 28, 2014. ციტირების თარიღი: July 18, 2014.
- ↑ Erbland, Kate. (August 18, 2015) Toronto International Film Festival Adds New Galas and Special Presentations, Including 'Mr. Right,' 'I Saw the Light,' 'Our Brand is Crisis' and 'Equals'. Indiewire. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 9, 2016. ციტირების თარიღი: February 19, 2016
- ↑ Galuppo, Mia. (February 16, 2016) Aurora Perrineau Joins Jennifer Lawrence in 'Passengers'. TheHollywoodReporter.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 18, 2016. ციტირების თარიღი: February 19, 2016
- ↑ Kroll, Justin (February 19, 2016). „Sony Dates 16 Films Including Two More 'Bad Boys' Sequels, 'Jumanji' Remake“. variety.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 21, 2015. ციტირების თარიღი: September 21, 2015.
- ↑ N'Duka, Amanda. (18 July 2017) Aurora Perrineau Joins Blumhouse's 'Truth Or Dare'; Carolina Bartczak Cast In 'An Audience of Chairs'. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 March 2020. ციტირების თარიღი: 17 April 2020
- ↑ Petski, Denise. (2025-07-17) Sadie Soverall & Matt Cornett To Star As Percy & Sam In 'Every Summer After' Amazon Series Adaptation; Full Cast. ციტირების თარიღი: 2025-07-20
- ↑ Perrineau, Aurora (2023). Aurora Perrineau on Westworld and what's next. (Interview). https://www.l-odet.com/features/aurora-perrineau.