ორმაგი დასჯის აკრძალვა
Jump to navigation
Jump to search
ორმაგი დასჯის აკრძალვა (ლათ. Ne bis in idem) — თანამედროვე სისხლის სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია. აღნიშნული პრინციპის მიხედვით აკრძალულია ერთი და იმავე დანაშაულისათვის ერთი და იმავე პირის ორჯერ გასამართლება და დასჯა. იგი აღიარებულია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტითა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტებით, თუმცა სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტებში განსხვავდება ამ პრინციპის მოცულობა.