ორლოვა-ჩუკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორლოვა-ჩუკა
მღვიმე ორლოვა-ჩუკა
მღვიმე ორლოვა-ჩუკა
კოორდინატები: 43°35′23″ ჩ. გ. 25°57′37″ ა. გ. / 43.5899000° ჩ. გ. 25.9603000° ა. გ. / 43.5899000; 25.9603000
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
ტერიტორიული ერთეული რუსეს ოლქი
სიგრძე 13,437 მ
აღმოჩენის წელი 1941
შესასვლელთა რაოდენობა 2
ტიპი კარსტული
ორლოვა-ჩუკა — ბულგარეთი
ორლოვა-ჩუკა
Commons-logo.svg სურათები ვიკისაწყობში

ორლოვა-ჩუკა (ბულგ. Орлова чука) — კარსტული მღვიმე ჩრდილო-აღმოსავლეთ ბულგარეთში. გაწოლილია დუნაის დაბლობზე, 45 მ სიმაღლეზე. სიგრძე 13,437 მ, რითაც დუხლატის მღვიმის შემდეგ სიგრძით მეორეა ქვეყანაში.[1] აღმოაჩინეს 1941 წელს, ხოლო ტურისტებისთვის გაიხსნა 1957 წელს. მღვიმე ხელფრთიანების 14 სახეობის ადგილსამყოფელია.

ორლოვა-ჩუკა განლაგებულია მდინარე ჩერნი-ლომის ხეობის მარცხენა ნაპირზე, ქალაქ დვე-მოგილიდან აღმოსავლეთით 11 კმ-ში, სოფელ პეპელინიდან ჩრდილოეთით 3 კმ-ში, ხოლო ქალაქ რუსედან სამხრეთით 45 კმ-ში.[2] მღვიმის შესასვლელი მდინარის დონიდან 45 მ სიმაღლეზეა და ხელმისაწვდომია ციცაბო ბილიკის გავლით. ჰაერის ტემპერატურა უდრის 14°C-ს. მღვიმე ჩამოყალიბდა გვიანდელ პლიოცენსა და ადრეულ მეოთხეულში.[3]

შედგება გვირაბებისა და დარბაზების რთული კომპლექსური სისტემისაგან. ჭერი უმთავრესად გლუვია. საჩვენებელი მღვიმის მთავარი ღირსშესანიშნაობაა საკონცერტო დარბაზი, დიდი სტალაგნატი (სიმაღლე 3,5 მ, დიამეტრი 0,5 მ), მცირე უფსკრული და დიდი კლდეების დარბაზი. აღსანიშნავია აგრეთვე ტბა იზვორჩეტო და მისი თეთრი სტალაგმიტი.[2] ორლოვა-ჩუკა აღმოაჩინა მწემსმა სტოიან სპასოვმა 1941 წელს.[2][4] 1963 წელს მღვიმე და მისი მომიჯნავე 7,5 ჰა ტერიტორია გამოაცხადეს ბუნებრივ ღირსშესანიშნაობად, ხოლო 1978 წელს მღვიმე ეროვნული მნიშვნელობის არქეოლოგიურ ძეგლად გამოცხადდა.[1]

200 000-40 000 წლის წინ მღვიმე დროდადრო ადამიანებით იყო დასახლებული შედარებით მაღალი და მუდმივი ტემპერატურის გამო. მღვიმეში აღმოჩენილია ენეოლითის ხანის შუბის წვერები, კაჟის ხელსაწყოები, ცული და თიხის ნაკეთობები.[4] ბინადრობდა მღვიმური დათვი.[2] მღვიმეში მობინადრე ხელფრთიანების 14 სახეობიდან 3 ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ სიაშია შეყვანილი: Myotis capaccinii, Rhinolophus euryale და Rhinolophus mehelyi.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]