შინაარსზე გადასვლა

ორლოვა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ორლოვა
Orlová

ქალაქის ძველი მოედანი
დროშა გერბი

ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
მხარე მორავია-სილეზიის მხარე
შიდა დაყოფა Lazy[1] , Lutyně[1] , Město[1] და Poruba[1]
კოორდინატები 49°50′43″ ჩ. გ. 18°25′49″ ა. გ. / 49.84528° ჩ. გ. 18.43028° ა. გ. / 49.84528; 18.43028
მმართველი ლენკა ბჟიშკოვსკა
პირველი ხსენება 1223
ფართობი 24,67 კმ²
ცენტრის სიმაღლე 215
მოსახლეობა 27 540[2] კაცი (2025)
სიმჭიდროვე 1 116 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
საფოსტო ინდექსი 735 11, 735 14
საავტომობილო კოდი T
ოფიციალური საიტი mesto-orlova.cz
ორლოვა — ჩეხეთი
ორლოვა

ორლოვა (ჩეხ. Orlová) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის მორავია-სილეზიის მხარეში. ის კარვინის რაიონში მდებარეობს. ორლოვა ოთხი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ყველაზე დიდი ნაწილია ლუტინე, სადაც ოცი ათასზე მეტი მოსახლეა. მნესტოში, ანუ ქალაქის ცენტრალურ ნაწილი შედარებით მცირეა. ორლოვის მუნიციპალიტეტში აგრეთვე შედის პორუბა და ლაზი.

წერილობითი წყაროების მიხედვით, ქალაქის სახელწოდების წარმოშობის სამი ვერსია არსებობს: პირველი ვერსიის მიხედვით, ქალაქის დასახელება წარმოიშვა მამაკაცის სახელიდან „ორელ“ და დასახლების სახელწოდება ნიშავდა „ორელის სოფელს“.

მეორე ვერსიით სახელწოდება არწივებთან არის კავშირში, რადგან სლავურ ენებზე „ორელ“ არწივს ნიშნავს.

მესამე და ყველაზე სავარაუდო ვერსიით, სახელის უძველესი ფორმა იყო „ორლავა“ (ფიქსირდება 1227 და 1447 წლებში). ეს სახელწოდება აქ არსებული ნაკადულის სახელიდან მომდინარეობს და სავარაუდოდ ისიც არწივთან არის დაკავშირებული.

ორლოვა რეგიონალურ ცენტრ ოსტრავიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობს. ორლოვაში ერთმანეთს ერთვის ორი პატარა მდინარე: რიხვალდსკა-სტრუჟკა და პეტრჟვალდსკა-სტრუჟკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რამდენიმე სათევზაო ტბორია.

ორლოვის დაარსებასთან ერთი საინტერესო ლეგენდაა დაკავშირებული. ამ ლეგენდის თანახმად ჰერცოგი მეშკო IV ფეხებდაღუნული თავის ორსულ მეუღლე ლუდმილასთან ერთად სანადიროდ წავიდა. როდესაც ისინი გორაკზე ისვენებდნენ, იქვე არწივი მოულოდნელად აფრინდა და წყვილი ძლიერ შეაშინა. აფრენისას არწივს ნანადირევი ჩამოუვარდა და წყვილის მახლობლად დაეცა. შეშინებულ ლუდმილას ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და ნადირობისას შვილი კაზიმირ I ოპოლელი გააჩინა. წყვილმა ამ შემთხვევაში ღვთის ნიშანი დაინახა და ამ ადგილზე სამლოცველო დააარსეს. ამ სამლოცველოს გარშემო გაშენებულ დასახლებას კი „ორლოვა“ ანუ „საარწივე“ ეწოდა.[3]

აქ არსებული დასახლების შესახებ პირველი წერილობითი წყარო 1223 წლით თარიღდება და იგი ვროცლავის ეპისკოპოს ვავჟინეცის დოკუმენტებშია ნახსენები.[3]

სახელწოდება „ორლოვა“ პირველად რომის პაპ გრიგოლ IX-ის მიერ 1227 წლის 7 დეკემბერს გამოცემულ დოკუმენტშია ნახსენები. ამ ისტორიული წყაროს მიხედვით ორლოვა კრაკოვის მახლობლად მდებარე ტინეცის ბენედიქტელთა მონასტერს ეკუთვნოდა. 1268-დან 1291 წლების პერიოდში ორლოვა დამოუკიდებელ ბენედიქტელთა მონასტრად ჩამოყალიბდა.[4]

ტერიტორია თავდაპირველად ოპოლესა და რაჩიბოჟის საჰერცოგოს ნაწილი იყო, 1290 წლიდან პოლონეთის ფეოდალური დაშლა დაიწყო და ქალაქი ტეშინის სილეზიის ნაწილი გახდა. ორლოვის მაცხოვრებლები ძირითადად სოფლის მეურნეობით ირჩენდნენ თავს, აგრეთვე საკმაოდ განვითარდა სელის ქსოვილების წარმოება.[3]

ლუტინეს უბანი
ლუთერანული ეკლესია

1848 წლის ავსტრიის სამეფოს რევოლუციის შემდეგ ორლოვა ავსტრიული სილეზიის ნაწილი გახდა. 1880 წლამდე ორლოვა ფრიშტატის ადმინისტრაციული ნაწილი იყო, ფრიშტატი დღეს ქალაქ კარვინას ერთ-ერთი უბანია.[5]

1900 წლის მონაცემებით მოსახლეობის უმეტესობა პოლონურენოვანი იყო (60,3%), თუმცა 1910 წლისთვის სურათი შეიცვალა და ჩეხურენოვანი მოსახლეობა გახდა მოსახლეობის უმრავლესობა (58,5%).[6]

1938 წლის 30 სექტემბერს დადებული მიუნხენის შეთანხმებით გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია ჩეხოსლოვაკიის სუდეტების რეგიონის გერმანიაზე გადაცემაზე შეთანხმდნენ. მიუნხენის შეთანხმებას ხშირად მიუნხენის შეთქმულებასაც უწოდებენ. შეთანხმების შემდეგ პოლონეთი ჩეხოსლოვაკიის ჩრდილო-აღმოსავლეთში შეიჭრა და დროებით დაიპყრო, დაპყრობილ ქალაქებს შორის იყო ქალაქი ორლოვაც. პოლონური ოკუპაცია ერთ წელს გაგრძელდა და შემდეგ ჩეხოსლოვაკიის ეს მიწები ნაცისტურმა გერმანიამ დაიპყრო. ნაცისტური ოკუპაციის დროს, 1943–1944 წლებში ორლოვის გარეუბან ლაზიში იძულებითი შრომის ბანაკი ჰქონდათ მოწყობილი.[7]

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორლოვას ყველაზე მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობა ნეოგოთური სტილის ღვთისმშობლის შობის ეკლესიაა, რომელიც 1903–1906 წლებში აშენდა. არქიტექტურული თვალსაზრისით ეკლესია ყველაზე სუფთა ნეოგოთური ნამუშევარია მთელ ჩეხეთში. XX საუკუნის დასაწყისში აგებულმა ამ ეკლესიამ აქ მდგარი 1466 წელს აგებული ძველი ტაძარი ჩაანაცვლა.[8]

ქვანახშირის მოპოვების გამო კომუნისტებმა ქალაქის ციხე 1974 წელს დაანგირეს, ის 1765 წელს იყო აგებული. დღეს შემორჩენილია ციხესიმაგრის გარშემო გაშენებული ბაღი.[9]

ორლოვის ლუთერანული ეკლესია ნეოკლასიკური სტილის ნაგებობაა და 1862 წელს ააგეს.[10]

ცნობილი ადამიანები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაძმობილებული ქალაქები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Czech location identification systemCzech Office of Surveying and Cadastre.
  2. Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
  3. 3.0 3.1 3.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Historie a současnost cs. Město Orlová. ციტირების თარიღი: 2022-02-03
  4. Panic, Idzi (2010). Śląsk Cieszyński w średniowieczu (do 1528) (pl). Cieszyn: Starostwo Powiatowe w Cieszynie, გვ. 286, 428. ISBN 978-83-926929-3-5. 
  5. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Muzeum Těšínska: Výstavní síň Orlová cs. Do muzea.cz. ციტირების თარიღი: 2022-02-03
  6. Piątkowski, Kazimierz (1918). Stosunki narodowościowe w Księstwie Cieszyńskiem (pl). Cieszyn: Macierz Szkolna Księstwa Cieszyńskiego, გვ. 273, 290. 
  7. Arbeitserziehungslager Orlau de. ციტირების თარიღი: 2023-12-02
  8. Kostel Narození Panny Marie Orlová cs. CzechTourism. ციტირების თარიღი: 2022-02-03
  9. Zámecký park cs. Město Orlová. ციტირების თარიღი: 2022-02-03
  10. Kostel Slezské církve evangelické, a. v. cs. Město Orlová. ციტირების თარიღი: 2022-02-03