ორლეანისტები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორლეანისტები — ფრანგი მონარქისტები, საფრანგეთის სამეფო სახლის ორლეანის შტოს მომხრეები. 1830 წლის ივლისის რევოლუციის დროს მათ გაამეფეს ლუი-ფილიპე ორლეანელი. 1830-1848 წლებში ორლეანებმა საფრანგეთი დაიკავეს. გამოხატავდნენ ფინანსური არსიტოკრატიის ინტერესს. 1848 წლის რევოლუციის შემდეგ მოქმედებდნენ ლეგიტიმისტებთან ერთად და ხელი შეუწყვეს მეორე იმპერიის დამყარებას. 1871 წელს ორლეანისტები მონაწილეობდნენ პარიზის კომუნის ჩახშობაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კელაპტრიშვილი ო., აბსანაძე თ., მსოფლიო სამეფო დინასტიები, ლექსიკონი, თბ., 2019, გვ. 172