ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი
ორიონის მოლეკულური ღრუბლის კომპლექსი (ან უბრალოდ ორიონის კომპლექსი) — კაშკაშა ნისლეულების, ბნელი ღრუბლებისა და ახალგაზრდა ვარსკვლავების ვრცელი ჯგუფი ორიონის თანავარსკვლავედის მიმართულებით. მდებარეობს დედამიწიდან 1 500-1 600 სინათლის წლის მანძილზე, გადაჭიმულია ასობით სინათლის წლის სიგანეზე. ნისლეულის გარკვეული ნაწილების ხილვა შესაძლებელია ბინოკლით და პატარა ტელესკოპებით, ზოგიერთი ნაწილის კი შეუიარაღებელი თვალით.
ნისლეული მნიშვნელოვანია მისი აბსოლუტური ზომიდან გამომდინარე, რადგან იგი ივრცობა ორიონის ქამრიდან მის მახვილამდე. გარდა ამისა, ის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვარსკვლავთწარმომქმნელი რეგიონია ღამის ცაზე, რომელშიც თავმოყრილია როგორც პროტოპლანეტური დისკები, ისე ძალიან ახალგაზრდა ვარსკვლავები. ვარსკვლავთწარმოქმნის დროს მიმდინარე მცხუნვარე პროცესების წყალობით, ნისლეული საკმაოდ კაშკაშაა ინფრაწითელი ტალღის სიგრძეში. მიჩნეულია, რომ კომპლექსი ასევე მოიცავს ბნელ ნისლეულებს, ემისიონურ ნისლეულებს, არეკლილ ნისლეულებსა და H II რეგიონებს.
კომპლექსში მდებარე ნისლეულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ორიონის ნისლეული, იგივე M42
- M43, ორიონის ნისლეულის შემადგენელი ნაწილი
- IC 434
- ცხენის თავის ნისლეული
- ბარნარდის მარყუჟი
- M78, არეკლილი ნისლეული
- ორიონის მოლეკულური ღრუბელი[1]
- ალის ნისლეული
- Sh2-264[2]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ NAME ORI MOL CLOUD -- Molecular Cloud. SIMBAD. წაკითხვის თარიღი: 2014-03-14.
- ↑ Orion's Big Head Revealed in Infrared. Nasa. წაკითხვის თარიღი: 24 February 2015.