შინაარსზე გადასვლა

ორიენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორიენტი — სასტუმრო თბილისში, აშენდა XIX საუკუნის 90-იან წლებში.

მისი არქიტექტორია ა. ზალცმანი. პირველ სართულზე განთავსებული იყო სავაჭრო მაღაზიები. პირველი რესპუბლიკის დროს ორიენტის პირველ სართულზე არსებული წიგნის მაღაზია ხელისუფლებამ დახურა ლენინის წიგნების გაყიდის გამო.[1]XX საუკუნის 20-იან წლებში დაერქვა „ინტურისტი“. შემდგომ აქ იყო მხატვრის სახლი (შოთა რუსთაველის ქუჩა №7).

დაიწვა 1991 წელს თბილისის ომის დროს.

  1. ჯანელიძე ო., დაუშვილი ა., ხოსიტაშვილი მ.,, „თავისუფალი საქართველოს დედაქალაქი თბილისი 1918-1921 წლებში“, თბ., 2019.  გვ. 106, ISBN 978-9941-9653-1-9.