ორიანა საბატინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორიანა საბატინი
მშობლიური სახელი ორიანა გაბრიელა საბატინი ფულოპი
დაბადების თარიღი 19 აპრილი, 1996 (1996-04-19) (27 წლის)
ბუენოს-აირესი, არგენტინა,
მოქალაქეობა არგენტინა
საქმიანობა
  • მოდელი
  • მსახიობი
  • მომღერალი
აქტიური 2011-დღემდე
სამოდელო ინფორმაცია
სიმაღლე 1.72

ორიანა გაბრიელა საბატინი ფულოპი (დ. 19 აპრილი, 1996, ბუენოს-აირესი, არგენტინა) — არგენტინელი მოდელი, მსახიობი და მომღერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორიანა გაბრიელა საბატინი დაიბადა 1996 წლის 19 აპრილს ბუენოს-აირესში, არგენტინაში. ის არის არგენტინელი მსახიობისა და ბიზნესმენ ოსვალდო საბატინის და ვენესუელელი მსახიობის ეკატერინე ფულოპის უფროსი ქალიშვილი. მას ჰყავს სამი წლით უმცროსი და სახელად ტიციანა ბეატრიზ საბატინი ფულოპი. ორიანა გაბრიელა ცნობილი პროფესიონალი ჩოგბურთელის, გაბრიელა საბატინის ძმისშვილია. მან მხატვრული სწავლება ძალიან ახალგაზრდა ასაკში დაიწყო. პატარაობიდანვე დადიოდა სიმღერასა და ფორტეპიანოზე. აგრეთვე ის სწავლობდა ორი წელი ხულიო ჩავესის მსახიობთა სასწავლო ინსტიტუტში და ერთი წელი ნიუ-იორკის კინოაკადემიაში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოდელო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი ინდივიდუალური სესია მოდელის რანგში გაიმართა, 13 წლის ასაკშში - სტატია შეეხებოდა მის ცნობილ დედასთან ურთიერთობას. 2017 წელს მან მონაწილეობა მიიღო ცნობილი ბრენდის L'Oréal-ის პროექტში.

2017 წლიდან ორიანა არის რამდენიმე არგენტინული ბრენდის „L'Oréal Paris Argentina“, „Naima“, „Ginebra“, „Cartier“, Nike და ასევე საიუველირო ბრენდის სახე.

სამსახიობო კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი პირველი სატელევიზიო დებიუტი შედგა 2011 წელს ურუგვაულ ტელენოველაში სახელწოდებით „Porque te quiero así“.

2012 წელს იგი კრის მორენამ გამოიძახა, რომ ალიადოსის მსახიობთა შემადგენლობაში შეეყვანა. 2013 წლიდან 2014 წლამდე ის იყო ახალგაზრდული სატელევიზიო სერიალის „ალიადოსი“-ს სამუშაო ჯგუფის მონაწილე. 2014 წელს მან ალიადოსის თეატრალურ სეზონებში მიიღო მონაწილეობა.

2019 წელს მან ითამაშა ესპანურ ფილმში „¿Qué te juegas?“.

2019 წელს ის იყო ვიქტორიო დ'ალესანდროსთან ერთად სერიალის „Secreto bien guardado“ მთავარი გმირი.

2019 წელს ორიანა საბატინი იყო ფილმის „როზარიოს“ მთავარი გმირი ნიკოლას ფურტადოსთან ერთად.

მომღერლის კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის აპრილში მან დაიწყო მომღერლის სოლო კარიერა ინგლისურ ენაზე პირველი სიმღერის, „Love Me Down Easy“-ს გამოშვებით.

ორიანა საბატინიმ მიიღო მონაწილეობა 2017 წლის 14 და 15 ნოემბერს ჯგუფ Coldplay-ის გახსნით ღონისძიებაზე, რომელმაც დაასრულა „A Head Full of Dream“-ის ტური არგენტინაში, ლა პლატას უნიკო სტადიონზე გამოსვლით [1].

2018 წელს მან შეასრულა არგენტინის „Lollapalooza“-ს ფესტივალზე ამერიკულ ჯგუფ Red Hot Chili Peppers-თან ერთად სიმღერა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2014 წლის 1 ივნისიდან 2017 წლის ივნისამდე ორიანა საბატინი ურთიერთობაშუ იყო მსახიობთან და იუთუბერთან, ჯულიან სერანოსთან.

2018 წლის ივლისიდან ორიანა საბატინი ურთიერთობაშია არგენტინელ პროფესიონალ ფეხბურთელთან, პაულო დიბალასთან.

2020 წლის 21 მარტს, საბატინიმ და პაულო დიბალამ დადებითი ტესტი მიიღეს COVID-19-ზე, იტალიაში განვითარებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე [2][3].

რესურები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „Oriana Sabatini: "Amo actuar, amo bailar, amo cantar" (ესპანური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-10. ციტირების თარიღი: 2018-07-25.
  2. Dybala: 'I too have Coronavirus'. Football Italia (21 March 2020). ციტირების თარიღი: 22 March 2020.
  3. Coronavirus: Paulo Dybala and Paolo Maldini test positive. British Broadcasting Corporation (22 March 2020). ციტირების თარიღი: 22 March 2020.