ორია
| ორია, (ოდია) (ଓଡ଼ିଆ) | ||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||
| საერთო მოსახლეობა | ||||||||||
| 31 მლნ. | ||||||||||
| რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | ||||||||||
| 31 მლნ. | ||||||||||
| რელიგიები | ინდუიზმი, ქრისტიანობა, ისლამი | |||||||||
ორია, ოდია ან უტკალი (ლათ. Uri) — ეთნიკური ჯგუფი ინდოეთში, შტატ ორისის ძირითადი მოსახლეობა. რაოდენობა — 31 მლნ. ადამიანზე მეტი. ენა — ორია, ეკუთვნის ინდოევროპული ენობრივი ოჯახის ინდოირანული შტოს ინდოარიული ჯგუფის აღმოსავლეთ ქვეჯგუფს. ორიის წინაპრები ძველად დასახლებული იყვნენ კალინგაში, შემდეგ შედიოდნენ მაურიების იმპერიის, გუპტის იმპერიის, ჰარშის (VII საუკუნე) შემადგენლობაში, XVI-XIX საუკუნეებში კი — დიდ მოგოლთა იმპერიაში. დამოუკიდებელ ინდოეთში ორიის ეროვნული ტერიტორია გამოყოფილია ცალკე შტატად. ორიის ხალხის 90%-ზე მეტი ცხოვრობს სოფლებში და დაკავებულია მიწათმოქმედებით (ძირითადად ბრინჯი და ფეტვი); აგრეთვე ამუშავებენ პალმებსა და ბეტელს. ორია — მარჯვე ოქრომჭედლები და ქვის მჭრელები არიან. რელიგიის მიხედვით დაახლოებით 95% ინდუისტია. ორიის ტაძრებს ბჰუბანეშვარში, პურსა და კონარაკში ინდური ხელოვნების საუკეთესო მაგალითებს მიაკუთვნებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Народы Южной Азии. - М., 1963.