ორეხოვოე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორეხოვოე

Ореховое

IUCN კატეგორია III (ბუნების ძეგლი)
Blackthorn or Sloe (Prunus spinosa) - geograph.org.uk - 1239757.jpg
აყვავებული კვრინჩხი
მდებარეობა როსტოვის ოლქი
ქვეყანა რუსეთი
კოორდინატები 49°02′44″ ჩ. გ. 40°58′04″ ა. გ. / 49.04556° ჩ. გ. 40.96778° ა. გ. / 49.04556; 40.96778
ფართობი 267 ჰა
დაარსდა 1978
მმართველი ორგანო როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო

ორეხოვოე (რუს. Ореховое) — რეგიონალური მნიშვნელობის კომპლექსური ბუნების ძეგლი. მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონში. ადგილმა ბუნების ძეგლის სტატუსი მიიღო კაშარის რაიონის აღმასკომის 1978 წლის 15 მარტის № 75 დადგენილების შესაბამისად. ბუნების ძეგლ ორეხოვოეს აქვს უდიდესი ბუნებისდაცვითი, სასწავლო და საგანმანათლებლო მნიშვნელობა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსური ბუნების ძეგლი ორეხოვოე არის ღრანტოვან-ჭაობიანი ტერიტორია. იგი მდებარეობს როსტოვის ოლქის კაშარის რაიონის სოფელ კაშარიდან დასავლეთით. ბუნების ძეგლს უკავია კიევის სატყეო მეურნეობის კაშარის ტერიტორიული სატყეოს 17, 18, 19 კვარტალი. ორეხოვოეს საერთო ფართობი არის 267 ჰა.

ორეხოვოეს ბუნების ძეგლი შეიქმნა 1978 წლის 15 მარტს კაშარის რაიონის აღმასკომის 1978 წლის 15 მარტის № 75, საოლქო აღმასკომის 1985 წლის 23 აგვისტოს № 313, საოლქო საბჭოს 1992 წლის 22 აპრილის № 87 დადგენილებების და როსტოვის სატყეო მეურნეობის სამმართველოს 1985 წლის 17 სექტემბრის № 111 ბრძანების შესაბამისად.

ბუნების ძეგლის ტერიტორიაზე ცხოვრობს ძუძუმწოვრების მცირე რაოდენობა, თუმცა ორნითოფაუნა საკმაოდაა წარმოდგენილი. ორეხოვოეს ტერიტორიაზე გვხვდება მუხნარი მდელოს და სტეპის მცენარეულობით, XIX საუკუნის ბუნებრივი წარმოშობის ფართოფოთლოვანი ტყის კორომები. ტყეში ძირითადად ხარობს მუხა და მასთან დაკავშირებული ხეები იფანი, თხილი, ცაცხვი, მთრთოლავი ვერხვი, არყი, ვაშლი, მსხალი, კუნელი, ვარდი, კვრინჩხი.

ბუნების ძეგლს, ორეხოვოეს აქვს უდიდესი ბუნებისდაცვითი, რეკრეაციული და ესთეტიკური ღირებულება. იმყოფება დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.

კომპლექსური ბუნების ძეგლის დაცვაზე და ფუქნციონირებაზე პასუხისმგებელია როსტოვის ოლქის ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის სამინისტრო[1].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Миноранский В. А., Демина О. Н. Особо охраняемые природные территории Ростовской области. Ростов-на-Дону, 2002 г.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]