შინაარსზე გადასვლა

ორდინსკაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორდინსკაია
რუს. Ординская
კოორდინატები: 57°10′55″ ჩ. გ. 56°53′17″ ა. გ. / 57.18194° ჩ. გ. 56.88806° ა. გ. / 57.18194; 56.88806
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი პერმის მხარე
ტერიტორიული ერთეული ორდინსკის რაიონი
სიგრძე 4600 მ 
სიღრმე 50 მ 
კეთილმოწყობილი იქნა 1969 წელს
შესასვლელთა რაოდენობა 1
განათება დიახ
ტიპი კარსტული
ამგებელი ქანები თაბაშირი და ანჰიდრიტი

ორდინსკაიამღვიმე პერმის მხარეში, სოფელ ორდას სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (რუსეთი), მდინარე კუნგურის მარცხენა სანაპიროზე. წარმოადგენს პერმის მხარის ბუნებრივ ძეგლს.[1]

მღვიმე წარმოქმნილია პერმული პერიოდის თაბაშირისა და ანჰიდრიტის ფენებში. იგი შედგება „მშრალი“ და წყალქვეშა ნაწილისგან.[2] ამჟამად მღვიმის გამოკვლეული დერეფნების სიგრძე შეადგენს 4600 მეტრს. აქედან მშრალი ნაწილი მხოლოდ 300 მეტრია, ხოლო დანარჩენი — წყალქვეშაა ჩაძირული.

მღვიმის შესასვლელი, რომლის სიგანე 5 მეტრი და სიმაღლე — 2 მეტრია, მდებარეობს კაზაკოვსკაიას მთის სამხრეთ ციცაბო ფერდობზე.[2]

მღვიმის დასაწყისს წარმოადგენს კრისტალური გროტი. მისი ჩრდილო-დასავლეთი ნაწილი დაკავებულია ყინულის ტბით. შემდეგი გროტია „ყინულის სასახლე“, სადაც მდებარეობს მთავარი და თბილი ტბები — ისინი წყალქვეშა ნაწილის შესასვლელებად ითვლება.[2]

მღვიმის ძირითადი გალერეებია ჩელიაბინსკის, კრასნოიარსკის, მოსკოვის და სვერდლოვსკის დერეფნები — მათ ასე დაარქვეს პირველაღმომჩენებმა საკუთარი ქალაქების პატივსაცემად.

დღესდღეობით ორდინსკაიას მღვიმე არის რუსეთის ყველაზე გრძელი წყალქვეშა მღვიმე. გარდა ამისა, მისი ნაწილი წარმოადგენს დსთ-ის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელ სიფონს — 935 მეტრი სიგრძით.

მღვიმე პირველად 1993 წლის იანვარში მოინახულა პერმელმა სპელეოლოგმა, ა. სამოვოლნიკოვმა.[3]

1993 წლიდან დაიწყო მღვიმის კვლევა და წყალქვეშა ნაწილის ტოპოგრაფიული აღრიცხვა.[4]

2002 წელს პერმის დაივინგ-ცენტრმა „ნაუტილუსი“, მსოფლიო ჩემპიონ ანდრეი გორბუნოვის ხელმძღვანელობით, დაიწყო მღვიმის განვითარება. მათ განავითარეს ინფრასტრუქტურა, მოაწყვეს მღვიმის ზემო ტერიტორია, შესასვლელი და მოედანი „მთავარი ტბის“ მიმდებარედ, რომელიც მდებარეობს გროტში „ყინულის სასახლე“ — იქიდან ხორციელდება წყალქვეშა ყვინთვები. მათვე ააგეს რუსეთში პირველი დაივერებისთვის განკუთვნილი ბაზა, რომელიც მღვიმის შესასვლელიდან სულ რაღაც 50 მეტრში მდებარეობს.[5]

2006 წლის თებერვალში მღვიმე ორდინსკაიაში იმყოფებოდა მსოფლიოში ცნობილი ბრიტანელი სპელეოდაივერი მარტინ ფარა. იგი აღფრთოვანებული დარჩა წყლის გამჭვირვალობითა და წყალქვეშა გალერეების უზარმაზარი მასშტაბებით, რომლებიც, მისი თქმით, „შეედრება მხოლოდ ავსტრალიის ზოგიერთი კირქვული წყალქვეშა მღვიმის გალერეებს“.[6]

2007 წლის მარტში მღვიმე ორდინსკაია მოინახულა მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა და ავტორიტეტულმა სპელეოდაივერმაკინოპროდიუსერმა, მწერალმა და ფოტოგრაფმა ჯილ ჰაინეტმა (ინგლ. Jill Heinerth) ამერიკის შეერთებული შტატებიდან.[7]

2012 წლის 17 დეკემბერს მღვიმეში 43 წლის ფრიდაივერი ვლადიმირ ფედოროვმა იზევსკიდან, დააფიქსირა რეკორდი სუნთქვის გაჩერებით ცურვაში. მან დაფარა 100 მეტრის მანძილი 2 წუთში.[8][9]

2016 წლის 28 ოქტომბერს ორდას მუზეუმში გაიხსნა ექსპოზიცია ორდინსკაიას მღვიმის შესახებ.[10][11]

2017 წელს იაპონურმა ტელეკომპანიამ NHK გადაიღო დოკუმენტური ფილმი მღვიმის შესახებ. პროექტის იდეა ეკუთვნოდა წყალქვეშა ოპერატორს, ქეივ-დაივერსა და ჟურნალისტ საგავა იუკინოს. გადაღებისთვის იაპონიიდან პერმის მხარეში ჩამოიტანეს 1,5 ტონაზე მეტი სატელევიზიო მოწყობილობა. გადამღები ჯგუფი მღვიმეში, სადაც ზედაპირზე ტემპერატურა − 40 °C იყო, წყალქვეშა სრულ სიბნელეში 50 საათზე მეტი დრო გაატარა. გადაღებაში მონაწილეობდა ექვსი ადამიანი იაპონიიდან, მათ შორის ოთხი პროფესიონალი დაივერი, ასევე 30-ზე მეტი დაივერი სხვადასხვა ქალაქებიდან რუსეთის მასშტაბით, მათ შორის მოსკოვიდან, ეკატერინბურგიდან, პერმიდან, ვლადიმირიდან, იოშქარ-ოლადან და სხვ.[12]

2018 წელს მღვიმის გროტის ფოტოსთვის პერმელმა დაივერმა ანდრეი გორბუნოვმა რუსული გეოგრაფიული საზოგადოების პრესტიჟული ჯილდო მიიღო. იგი გახდა გამარჯვებული კონკურსში „ყველაზე ლამაზი ქვეყანა“, ნომინაციაში „მღვიმეები“.[13]

მღვიმე 21-ე ადგილზე გლობალური ხანგრძლივობის მიხედვით გიპსურ მღვიმეებს შორის.[14]

მღვიმე ორდინსკაია იზიდავს დაივერებს მთელი მსოფლიოდან. მღვიმეში წყალი გამჭვირვალეა და მისი ტემპერატურა +4 °C-ია. მასში შეხვდებით მცირე ზომის წყლის ფეხსახსრიანებს.[2]. Встречаются небольшие рачки[2]

მღვიმე აღჭურვილია წყალქვეშა ყვინთვისთვის. გალერეებში შექმნილია გასასვლელები და განთავსებულია ნიშნები, რომლებიც შეესაბამება მსოფლიო სტანდარტებს ქეივ-დაივინგში.[15]

ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც დაივერები დაიღუპნენ ორდინსკაიას მღვიმეში 2009 და 2013 წლებში.[16][17]

  • Лавров И. А. Новые пещеры в окрестностях г.Кунгура. — Пермь: Перм. Ун-т, 1995. — Вып. 1. — С. 100—102.
  • Максимович Г. А. Пещеры гипсового карста. — Пермь: Перм. Ун-т, 1969. — Вып. 7(8). — С. 5—29.
  • В. Лягушкин [en], Б. Ващенко, Н. Максимович, И. Лавров, Н. Паньков, А. Шумейко, А. Климчук, Е. Рунков, В. Григорьев, Г. Чернявский. Иллюстрированный сборник статей: «Ординская пещера. Познание» / Виктор Лягушкин. — 1-е изд. — М.: Студия «4+4», 2011. — Т. 1. — 160 с. — 3000 экз. — ISBN 978-5-9902284-2-9.
  • Г. Чернявский, Б. Ващенко. Ординская пещера. Познание. — М.: PHOTOTEAM.PRO, 2017.
  1. Павел Распопов. Памятники природы Пермского края (список). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  2. 1 2 3 4 5 Наш Урал. Ординская пещера — Наш Урал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-28. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  3. Мекка пещерного дайвинга: Ординская пещера — National Geographic Россия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-05-04. ციტირების თარიღი: 2020-02-01.
  4. Ординская пещера — Блог Дмитрия Солодянкина. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-29. ციტირების თარიღი: 2020-02-01.
  5. Лавров И.А., Максимович Е.Г., Максимович Н.Г., Ординская пещера. Длиннейшая подводная пещера России, Пермь: Книжный мир, 2006.  გვ. 64, ISBN 5-93824-078-6.
  6. Лавров И. А., Максимович Е. Г., Максимович Н. Г., Ординская пещера. Длиннейшая подводная пещера России, Пермь: Книжный мир, 2006.  გვ. 64, ISBN 5-93824-078-6.
  7. Лавров И. А., Максимович Е. Г., Максимович Н. Г., Ординская пещера. Длиннейшая подводная пещера России, Пермь: Книжный мир, 2006.  გვ. 64, ISBN 5-93824-078-6.
  8. В Пермском крае дайвер установил рекорд в пещере и готовится к новому. Новости. Первый канал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-20. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  9. В пермской подводной пещере дайвер проплыл 100 метров без акваланга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-07-30. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  10. Открытие экспозиции "Ординская подводная пещера" | Мероприятия школы дайвинга в Самаре Scuba-Mafia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-08-26. ციტირების თარიღი: 2017-05-04.
  11. Ординцы «погрузились» в подводную пещеру и вышли сухими - Поиск - Статьи - Газета «Верный путь» Ординского района. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-30. ციტირების თარიღი: 2017-05-04.
  12. Японская NHK сняла в Прикамье фильм о крупнейшей в мире подводной пещере в гипсах. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-19. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  13. Пермский дайвер выиграл в фотоконкурсе «Самая красивая страна» с фотографией Ординской пещеры (2018-12-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-04-14. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  14. Самые длинные пещеры в гипсе. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-12-04. ციტირების თარიღი: 2020-02-01.
  15. Ординская пещера. Пермский край. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-07-28. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  16. Сайт «Комсомольской правды». (2009-02-10) В Ординской пещере погибла девушка-дайвер. ციტირების თარიღი: 2020-12-14.
  17. В Пермском крае в подводной пещере погиб дайвер. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-03. ციტირების თარიღი: 2020-12-14.