ორდე დგებუაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ორდე დგებუაძე
დაბ. თარიღი 1905
დაბ. ადგილი ანაკლია, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი 1963(1963-11-22)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918–1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1924–1955).svg სსრკ

ორდე სოლომონის ძე დგებუაძე (დ. 1905, ანაკლია, ახლანდელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტი — გ. 22 ნოემბერი, 1963, თბილისი) — ქართველი მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა ზუგდიდში, რის შემდეგაც გადმოვიდა თბილისში და მუშაობა დაიწყო კინოსტუდიაში. სამწერლო ასპარეზზე გვიან გამოვიდა. თითქმის ორმოც წელს იყო მიტანებული როცა გამოაქვეყნა პირველი წიგნი „დამნაშავენი“. მას ზედიზედ მოჰყვა მოთხრობები და რომანები: „მეორედ დაბადება“, „ამბავი ერთი ქალიშვილისა“, „უცნობი მეგობარი“, „ოთხი სიცოცხლე“, „დიდ გზაზე“, „ღვთისმშობლის მოტაცება“, „ჩაძირული თოლია“, „განთიადის დედოფალი“, „მგლის ბილიკი“ და სხვა, აგრეთვე კინოსცენარი „მე ვიტყვი სიმართლეს“, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა როგორც ჩვენში, ასევე საკავშირო ეკრანებზეც. ყოველივე ეს ნათლად მოწმობს ნიჭიერი მწერლის შრომისუნარიანობასა და განსაკუთრებით შემოქმედებით პოტენციალს.

ორდე დგებუაძემ თვალსაჩინო წვლილი შეიტანა ქართული დეტექტიური ჟანრის განვითარებაში. მისი ნაწარმოებები რთული და მრავალპლანიანია, ხასიათდება მკაფიო, რაც მეტ დინამიზმს ანიჭებს ნაწარმოებს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 123, თბ., 1994