შინაარსზე გადასვლა

ორგტექნიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორგტექნიკა, ორგანიზაციული ტექნიკა — ტექნიკურ საშუალებათა კომპლექსი მექანიზაციისა და ავტომატიზაციის პროცესების და საინჟინრო-ტექნიკური სამუშაოების სამართავად. ორგტექნიკის განვითარება განაპირობა მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა, სადისპეტჩერო მომსახურებისა და მართვის სისტემების გართულებამ ანუ გადასამუშავებული ინფორმაციის მნიშვნელოვანმა გაზრდამ. ორგტექნიკის საშუალებებს მიეკუთვნება: კომპიუტერი, გამოთვლითი მანქანები, გასამრავლებელი მოწყობილობები, ფოტო-საბეჭდი აპარატები, მიკროფილმები, კართოტეკები, სახაზავ-საკონსტრუქტორო ტექნიკა (მაგიდები, სახაზავი დაფები, სამარჯვები, ნახაზებისა და გრაფიკული სამუშაოებისათვის მექანიზმები და ინსტრუმენტები და ა.შ.), ადმინისტრაციულ-წარმოებითი კავშირის საშუალებები (ტელეფონის, ტელეგრაფის, ფაქსის აპარატურა, საწარმოს ტელეხედვა), შენობა-ნაგებობათა და სამუშაო ადგილების აღჭურვა თანამედროვე საინფორმაციო ტექნიკითა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]