ორგორის ახაშენის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორგორის „ახაშენის“ ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორაში.

ეკლესია მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბუნებრივ ამაღლებულ ტერასაზე. იგი განთავსებულია ძველი ნამოსახლარის დასავლეთ კიდეზე. ეკლესია დარბაზული ტიპისაა და შირიმის ქვითაა ნაგები ასევე რესტავრაციის შედეგად თუნუქითაა გადახურული. დასავლეთ ნაწილში ერთი კედლის სახით მინაშენი და მასში ჩრდილოეთის მხრიდან შესასვლელი თაღის ნაწილია შემორჩენილი. ასევე დასავლეთის კედელში, რესტავრირებულ ნაწილში კარის სამხრეთ მხარეს ქტიტორის გამოსახულებაა შემორჩენილი, რომელსაც ხელთ უჭირავს კარის ჩრდილო ნაწილში ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგის გამოსახულებიანი რელიეფი და ეკლესიის მოდელი. ორივე რელიეფის ცალი მხარე ორნამენტებითაა დეკორირებული. არქიტრავზე ჯვარია გამოსახული. ეკლესიის სამხრეთ ნაწილში რესტავრაციამდელი კედლის სტრუქტურა შეიმჩნევა, რომელიც ნაგებია დიდი ზომის შირიმის ქვებისგან დუღაბზე. ეკლესიის ინტერირეი სადაა და მოხატულობის კვალი არ შეიმჩნევა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12088