შინაარსზე გადასვლა

ორბიტული სადგური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ორბიტული სადგური — მძიმე ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც ხანგრძლივად ფუნქციონირებს დედამიწისირგლივ, მთვარისირგვლივ ან პლანეტისირგვლივ ორბიტაზე. ორბიტული სადგური, შეიძლება იყოს პილოტირებული ან მუშაობდეს ავტომატური რეჟიმით. მისი დანიშნულებაა: დედამიწისირგვლივი კოსმოსური სივრცისა და დედამიწის, აგრეთვე მზის, მთვარისა და პლანეტების კვლევა ხელოვნური თანამგზავრებით, მეტეოროლოგიური, ასტრონომიული და სხვა დაკვირვებათა ჩატარება, მასალათა გამოკვლევა კოსმოსური ფრენის პირობებში, სამედიცინო, ბიოლოგიური და ტექნოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება და სხვა. ორბიტული სადგური შეიძლება იყოს ბაზაც სხვა პლანეტებისაკენ გასაფრენი მძიმე კოსმოსური ხომალდების ასაგებად. ორბიტული სადგურების აგების შესაძლებლობა და მიზანშეწონილობა მეცნიერულად დაასაბუთეს XX საუკუნის დასაწყისში: კ. ციოლკოვსკიმ, ი. კონდრატიუკმა, ჰ. ობერთმა, გვიდო ფონ პირკემ, ჰერმან ნორდუნგმა და სხვებმა.

ორბიტული სადგურის შექმნისას ერთ-ერთი უძნელესი ამოცანაა ხომალდთა შეპირაპირება ორბიტაზე. პირველი შეპირაპირება ხელით მართვით მოახდინა ამერიკული კოსმოსური ხომალდ „ჯემინი-8“-ის ეკიპაჟმა რაკეტა „აჯენასთან“ 1966 წლის 16 მარტს. კოსმონავტთა უშუალო მონაწილეობის გარეშე პირველი ავტომატური შეპირაპირება კი 1967 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა დედამიწისირგვლივ ორბიტაზე (საბჭოთა დედამიწიის ხელოვნური თანამგზავრები: „კოსმოს-186 და „კოსმოს-188“). პირველი ორბიტული სადგური შეიქმნა 1969 წლის 16 იანვარს „სოიუზ“ ტიპის ხომალდების შეპირაპირებით. შემდეგ შეიქმნა ხანგრძლივმოქმედი ორბიტული სადგურები („სალუტი“, სსრკ, 1971; „სკაილები“, აშშ, 1973).

ორბიტული სადგურში ეკიპაჟმა შეიძლება რამდენიმე თვეს დაჰყოს. „სკაილების“ მე-3 ეკიპაჟმა სადგურში 84 დღე-ღამე დაჰყო, „სალუტის“ ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი – 185 დღე-ღამე. ამასთან დაკავშირებით დგება უწონადობის ეფექტის, კოსმოსური რადიაციისა და სხვა უარყოფითი მოვლენებისაგან კოსმონავტთა დაცვის ამოცანები.

ორბიტული სადგურების როლი სულ უფრო და უფრო იზრდება. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა ექნება მთვარისირგვლივ ორბიტულ სადგურთა შექმნას.

ორბიტალური სადგურების სია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიიდან სალუტი, სკაილები, მირი და საერთაშორისო კოსმოსური სადგური