პაპუნა ორბელიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანი, პაპუნა)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ორბელიანი.
პაპუნა ორბელიანი
დაბ. თარიღი XVIII საუკუნე
გარდ. თარიღი XVIII საუკუნე
მოქალაქეობა საქართველო
პროფესია ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი.

პაპუნა ორბელიანი — XVIII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი და პოლიტიკური მოღვაწე, სამეფო კართან დაახლოებული პირი. მას ეკუთვნის ისტორიული თხზულება „ამბავი ქართლისანი“, რომელიც ეხება 1739-1758 საქართველოს ისტორიას და წარმოადგენს სეხნია ჩხეიძის ნაშრომის გაგრძელებას.

ორბელიანი კარგად იცნობდა საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ცხოვრებას. იგი მეფის უფლებებსა და პოზიციებს იცავდა, ერთიანი და ძლიერი საქართველო მისი პოლიტიკური იდეალი იყო. ორბელიანის ნაშრომში მოიპოვება ცნობები ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, მოსახლეობის მიგრაციაზე, სავაჭრო გზებისა და სხვების შესახებ. მას კარგად აქვს შენიშნული ოსმალური მიწათმფლობელობის წესის შეუსაბამობა ქართულ სოციალურ ცხოვრებასთან. ორბელიანი ცდილობდა აეხსნა ისტორიულ მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი. მას კარგად ესმოდა ისტორიის მნიშვნელობა მომავალი თაობის აღზრდაში.

ორბელიანი გადმოგვცემს თვალით ნანახ ან სარწმუნო კაცთა მონათხრობ ფაქტებს, ემყარება სანდო წყაროებს. მისთვის არ არის უცხო პროვიდენციალიზმის იდეები, ზოგიერთ შემთხვევაში იგი ქვეყნის მარცხს ცოდვათა სიმრავლით ხსნის (მაგ. აჯი-ჩალაბისაგან ქართველ მეფეთა დამარცხებას 1752 წელს და სხვა).

ორბელიანის თხზულება ვრცელია, მდიდარია ქრონოლოგიური, გენეალოგიური და გეოგრაფიული ცნობებით.

პაპუნა ორბელიანი პირადი მოღვაწეობით იცავდა მეფის უფლებებსა და პოზიციებს. თითქმის ყველგან და ყოველთვის თან ახლდა ერეკლე II-ს, უშუალოდ მონაწილეობდა ბრძოლებში. თხზულებაში ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, დაწვრილებით და ზუსტად არის გადმოცემული ისტორიული ფაქტები და მოვლენები: თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ს ბრძოლა ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის ამიერკავკასიის მუსლიმურ სახანოებთან, ლეკიანობასთან და სხვ. ნაწარმოები მდიდარია აგრეთვე გენეალოგიური და გეოგრაფიული ცნობებით.

პაპუნა ორბელიანის ნაშრომმა უკვე თანამედროვეთა მიერ დაიმსახურა მაღალი შეფასება. 1773 წელს „ამბავი ქართლისანი“ გადაწერა ხარების ტაძრის დეკანოზმა დავითმა და მას „მცირე ქართლის ცხოვრება“ უწოდა. ივანე ჯავახიშვილის შეფასებით, „აღორძინების ხანის ქართული საისტორიო მწერლობის მშვენებად ვახუშტის შემდგომ სწორედ პაპუნა ორბელიანი უნდა ჩაითვალოს“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 8, თბ., 1977;