ჯაიავიჯაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ორანჟის ქედი)
ჯაიავიჯაია
პუნჩაკ-მანდალა
პუნჩაკ-მანდალა
კოორდინატები: 4°21′ ს. გ. 139°25′ ა. გ. / 4.350° ს. გ. 139.417° ა. გ. / -4.350; 139.417
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
უმაღლესი წერტილი პუნჩაკ-მანდალა
სიმაღლე 4760 
სიგრძე 370 კმ
ჯაიავიჯაია — ინდონეზია
ჯაიავიჯაია

ჯაიავიჯაია ან ორანჟის ქედი (ინდონ. Pegunungan Jayawijaya) — ქედი ინდონეზიაში, პაპუის პროვინციაში. წარმოადგენს მაოკეს ქედის აღმოსავლეთ ნაწილს. ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია 370 კმ-ზე.[1] მაქსიმალური სიმაღლე 4760 მ (მთა პუნჩაკ-მანდალა). ქედის უმაღლესი წერტილი პუნჩაკ-მანდალა წარსულში ინარჩუნებდა მყინვარულ საფარს, თუმცა 2003 წელს მთაზე მყინვარი მთლიანად გადნა.[2] ჯაიავიჯაიის ქედზე სათავეს იღებენ მდინარეები დიგული, პულაუ და სხვა. გეოლოგიური თვალსაზრისით ქედი მიეკუთვნება ალპურ დანაოჭებას. აღსანიშნავია, რომ 1997 წელს აქაურ მთებში შენიშნეს ცხოველები, რომლებიც შეესაბამებოდნენ გადაშენებულ ძუძუმწოვარ თილაცინს.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]