ოჟორის კოშკის ნანგრევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოჟორის კოშკის ნანგრევი — არქიტექტურული ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟორაში, გუბეევის კარ-მიდამოში. აგებულია შუა საუკუნეებში.

კოშკიდან შემორჩენილია დასავლეთი კედლის მცირე ნაწილი. სამშენებლო ქვა ფლეთილია. კოშკის დანარჩენი კედლები მიწამდეა გასწორებული. ძეგლის დათარიღება შეუძლებელია ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავების გარეშე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ზნაურის (ყორნისი) რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. II, 2004