ოპტიმატონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოპტიმატები (ბერძ. Ὀπτιμάτοι, ლათ. Optimates, „საუკეთესო მამაკაცები“) — თავდაპირველად ჩამოყალიბდა როგორც ბიზანტიის იმპერიის სამხედრო დანაყოფი. VIII საუკუნის შუახანებში, სამხედრო დანაყოფი ჩამოქვეითდა და მათგან მცირე აზიის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, სამხედრო თემი შეიქმნა. როგორც ადმინისტრაციული ერთეული, ოპტიმატონის თემი (ბერძნ. θέμα Ὀπτιμάτων) XIV საუკუნეში, ოსმალების შემოსევამდე არსებობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოპტიმატები პირველად VI საუკუნეში, იმპერატორ ტიბერიუს II-ის მეშვეობით ჩამოყალიბდა[1]. იმპერატორ მავრიკიოსის მიხედვით, ოპტიმატები იყვნენ ელიტარული დანაყოფი, სავარაუდოდ გუთური წარმოშობის[2]. ოპტიმატების პოლკი  წარმოადგენდა კავალერიულ კორპუსის, ათასიდან-ხუთიათასი კაცისგან შემდგარ, სარეზერვო დანაყოფს. მათი მეთაური უნიკალურ 'ტარკსიახის' წოდებას ატარებდა

VIII საუკუნის შუახანებში, იმპერატორ კონსტანტინე V-ის მმართველობისას, არტაბასდოსის აჯანყების შემდგომ[3], თემი გამოეყო ოფსიკიონს. რეგიონი სადაც ოპტიმატები დასახლდა, კონსტანტინოპოლის საპირისპიროდ მდებარე ნახევარკუნძულთან ერთად წარმოადგენდა ოპტიმატონის ახალ თემს. თემის დედაქალაქი გახდა ნიკომედია[2][4]. ისტორიულ წყაროებში, თემი პირველად 774-775 წლებში გამოჩნდა[5]. ამავე პერიოდში ოფსიკიონს ასევე გამოეყო ბუკელარიონის თემი[6].

მანასკერტის ბრძოლის შემდგომ, თურქ-სელჩუკებმა, ოპტიმატონის სასოფლო რაიონები დაარბიეს. ალექსი კომნენოსმა, პირველი ჯვაროსნულ ლაშქრობის მეშვეობით, შეინარჩუნა ოპტიმატონის თემი[7], ხოლო, 1204 წელს, მეოთხე ჯვაროსნულ ლაშქრობაში, ტერიტორია ლათინების ხელში აღმოჩნდა. 1240 წელს[2], იოანე III დუკა ვატაცემ თემი დაიბრუნა და აღადგინა. XIV საუკუნეში კი, რეგიონი ოსმალებმა დაიპყრეს[8].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]