ოპტიკური პარაგრაფები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„ოპტიკური პარაგრაფები“ვახტანგ VI-ის „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნისა“ შედგება 279 პარაგრაფისაგან, მათ შორის 55 სამედიცინო შინაარსისაა, აქედან 215-232-მდე პარაგრაფები „ოპტიკური პარაგრაფებია“, სადაც განხილულია ფიზიკური და ფიზიოლოგიური ოპტიკის საკითხები. ტექსტში საკმაოდ ზუსტად და თანამიმდევრულად არის აღწერილი მხედველობის საკორექციო საშუალებათა ყალიბის მომზადების, სათვალის მინების თრაშვისა და გაპრიალების პროცესები, ხელსაწყოების, კერძოდ, დურბინდის დამზადების წესები, გარჩეულია ერთთვალიანი და ორთვალიანი დურბინდი და მოცემულია სხივების გარდატეხის სქემატური გამოსახულება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]