ოპერაცია წაბლი
| ოპერაცია წაბლი | |||
|---|---|---|---|
| მეორე მსოფლიო ომი, მოკავშირეების შეჭრა სიცილიაში ნაწილი | |||
| თარიღი | 12 ივლისი, 1943 | ||
| მდებარეობა | სიცილია, იტალია | ||
| სტატუსი | დასრულებული | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||
| სამხედრო ნაწილები | |||
| |||
| დანაკარგები | |||
| |||
ოპერაცია წაბლი — მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანული სპეცსამსახურების მიერ წარუმატებელი თავდასხმა, რომელიც განხორციელდა სიცილიაში მოკავშირეთა შეჭრის მხარდასაჭერად.[1][2]
ფონი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1943 წლის 12 ივლისის ღამეს, ათკაციანი ორი ჯგუფი, კოდური სახელწოდებით „ვარდისფერი“ და „ბრიგი“, პარაშუტით ჩრდილოეთ სიცილიაში დაეშვა კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და ზოგადად მტრის საბოტაჟისთვის. ნახტომის დროს ყველა რადიო გაითიშა, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი ნივთიერებები და საკვები დაიკარგა. ერთი ჯგუფი დასახლებულ პუნქტთან ახლოს დაეშვა, რამაც ოპერაცია გაამჟღავნა.
რადიოკავშირის გარეშე ვერცერთმა ჯგუფმა ვერ შეძლო დამხმარე ძალების თვითმფრინავებთან დაკავშირება და მათი ხელმძღვანელობა. შედეგად, დამხმარე ძალები ბაზაზე დაბრუნდნენ. თავდამსხმელებმა ვერაფერი ღირებულის მიღწევა ვერ შეძლეს და მტრისგან თავის დაღწევით მეგობრული ხაზებისკენ გაემართნენ.
ეს იყო პირველი რეიდი პარაშუტით 2 SAS-ისთვის და ასევე თავდასხმა, რომლის დროსაც დაიკარგა მაიორი ჯეფრი ეპლიარდი (მცირე მასშტაბის რეიდების ძალების ყოფილი მეთაური). ეპლიარდი თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელსაც „ვარდისფერი“ ჯგუფი ჰყავდა. ნახტომის შემდეგ თვითმფრინავი ბაზაზე ვერ დაბრუნდა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Fowler, Will (2016). Last raid : the Commandos, Channel Islands and final Nazi raid. [Cheltenham, Gloucestershire]. ISBN 978-0-7509-6879-9. OCLC 946105016.
- ↑ McCrery, Nigel (2021). The complete history of the SAS : the story of the world's most feared elite fighting force, Barry Davies, Andy McNab. London. ISBN 978-1-78739-687-6. OCLC 1246540104.