ოპერაცია ტორჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოპერაცია ტორჩი
მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის ნაწილი

რუკაზე ნაჩვენებია ოპერაციის მსვლელობისას განხორციელებული დესანტები
თარიღი 816 ნოემბერი, 1942
მდებარეობა ფრანგული მაროკო და ფრანგული ალჟირი
შედეგი ალიანსის გამარჯვება
მხარეები
ხმელეთი
აშშ-ის დროშა შეერთებული შტატები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
[[სურათი:{{{flag alias-free}}}|22x20px|border|საფრანგეთის დროშა]] თავისუფალი საფრანგეთი
ფლოტი
აშშ-ის დროშა შეერთებული შტატები
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
კანადის დროშა კანადა
ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
ავსტრალიის დროშა ავსტრალია
ხმელეთი
საფრანგეთის დროშა ვიშის საფრანგეთი
ფლოტი
ნაცისტური გერმანიის დროშა ნაცისტური გერმანია
მეთაურები
აშშ-ის დროშა დუაიტ ეიზენჰაუერი
გაერთიანებული სამეფოს დროშა ენფრიუ კანინგჰემი
აშშ-ის დროშა ჯორჯ პატონი
აშშ-ის დროშა ლოიდ ფრედენდალი
გაერთიანებული სამეფოს დროშა კენეთ ანდერსონი
საფრანგეთის დროშა ფრანსუა დარლანი
საფრანგეთის დროშა შარლ ნუგესი
საფრანგეთის დროშა ფრიქს მიშელიერი
ნაცისტური გერმანიის დროშა ერნსტ კალსი
ძალები
170 000 მებრძოლი
  • 33 000 მაროკოში
  • 39 000 ალჟირთან
  • 35 000 ორანთან
ვიშის საფრანგეთი:
  • 60 000 მებრძოლი

მესამე რაიხი:

  • ორი წყალქვეშა ნავი
დანაკარგები
479+ გარდაცვლილი
720 დაჭრილი
1,346+ გარდაცვლილი
1,997 დაჭრილი
ოპერაცია ტორჩი ვიკისაწყობში

ოპერაცია ტორჩი (საწყის ეტაპზე ოპერაცია ჯიმნასტი) — ბრიტანულ-ამერიკული ოპერაცია, რომელიც დაიწყო 1942 წლის 8 ნოემბერს მეორე მსოფლიო ომის ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიის დროს და მიზნად ისახავდა ფრანგულ ჩრდილოეთ აფრიკაში შეჭრას.

საბჭოთა კავშირმა დაარწმუნა შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო დაეწყოთ ოპერაცია ევროპაში და ასევე გაეხსნათ მეორე ფრონტი აფრიკაში, რაც წითელ არმიაზე მესამე რაიხის ზეწოლას შეამცირებდა. ამერიკელმა მეთაურებმა დაიწყეს ოპერაცია სლეჯჰამერისთვის მზადება, რომელიც მიზნად ისახავდა ოკუპირებულ ევროპაში რაც შეიძლება სწრაფად დესანტირებას, თუმცა ბრიტანელ მეთაურებს მიაჩნდათ, რომ ამგვარი კურსი საბოლოოდ კატასტროფას გამოიწვევდა.

ნაცვლად ამისა წარდგენილ იქნა ფრანგულ ჩრდილოეთ აფრიკაზე შეტევის გეგმა, მისი დახმარებით შესაძლებელი იყო სრულად გაენთავისუფლებინათ ჩრდილოეთი აფრიკა ღერძის სახელმწიფოებისაგან, ასევე უკეთ გაეკონტროლებინათ ხმელთაშუა ზღვა და მომზადებულიყვნენ 1943 წლისთვის სამხრეთ ევროპაში შეჭრისათვის. აშშ-ის პრეზიდენტი ფრანკლინ რუზველტი ფიქრობდა, რომ ეს ოპერაცია არ იზლეოდა 1943 წლისთვის ევროპაში შეჭრის საშუალებას, თუმცა საბოლოოდ გადაწყვიტა ბრიტანეთის პრემიერისთვის უინსტონ ჩერჩილისთვის დაეჭირა მხარი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]