ონტაკე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ონტაკე
ონტაკე
ონტაკე
კოორდინატები: 35°53′34″ ჩ. გ. 137°28′49″ ა. გ. / 35.89278° ჩ. გ. 137.48028° ა. გ. / 35.89278; 137.48028
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
სიმაღლე 3067 
ტიპი სტრატოვულკანი
ბოლო ამოფრქვევა 2014 წლის 27 სექტემბერი
ონტაკე — იაპონია
ონტაკე

ონტაკე — სიმაღლით მეორე ვულკანი იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუს ცენტრალურ ნაწილში. ადმინისტრაციულად მდებარეობს გიფუსა და ნაგანოს პრეფექტურების საზღვარზე,[1] ქალაქ ნაგოიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 100 კმ-ში, დედაქალაქ ტოკიოდან დასავლეთით დაახლოებით 200 კმ-ში. სიმაღლე 3067 მ.[2]

აქტიური სტრატოვულკანია. ზამთარში თოვლით არის დაფარული. არის 5 კრატერული ტბა, რომელთაგან ერთი — ნი-ნო-იკე ზღვის დონიდან 2905 მ სიმაღლეზეა და იაპონიის უმაღლესი მთის ტბაა. ფერდობები ტყითაა შემოსილი. პოპულარული ტურისტული ობიექტია. ონტაკე — წმინდა მთაა.

ადრე ონტაკე ჩამქრალ ვულკანად მიაჩნდათ, თუმცა 1979 წლის ოქტომბერში მომხდარმა ამოთხევებმა სიტუაცია შეცვალა, როდესაც ვულკანმა მთლიანობაში 200,000 ტონა ფერფლი ამოაფრქვია. 1984 და 1991 წლებში მოხდა უმნიშვნელო ამოფრქვევები. შედარებით მნიშვნელოვანი იყო 2007 წლის ამოფრქვევა.[3]

უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 2014 წლის 27 სექტემბერს. 5 საათის განმავლობაში დაფიქსირდა 313 ვულკანური მიწისძვრა.[4] სტიქიის ზონაში 250-მდე ადამიანი იყო ჩარჩენილი, თუმცა მაშველებმა მათი უმეტესობის გადარჩენა მოახერხეს. ამასთან, მაშველებმა იმ ალპინისტებს მიაკვლიეს, რომლებიც ვულკანის ამოფრქვევის შედეგად, დაკარგულად მიიჩნეოდნენ.[5] ვულკანის ამოფრქვევის შედეგად დაიღუპა 4 ადამიანი[6] და 8 დაშავდა.[7]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]