ონონი
იერსახე
| ონონი მონღ. Онон гол | |
|---|---|
|
ონონი ჩინგიზ-ყაენის დაბადების სავარაუდო ადგილთან ახლოს. | |
| ქვეყანა |
|
| სათავე |
ხენტეის მთები 48°50′32″ ჩ. გ. 108°47′18″ ა. გ. / 48.84222° ჩ. გ. 108.78833° ა. გ. |
| შესართავი |
შილკა 51°42′15″ ჩ. გ. 115°50′31″ ა. გ. / 51.70417° ჩ. გ. 115.84194° ა. გ. |
| შესართავის მდებარეობა | რუსეთი |
| სიგრძე | 1032 კმ |
| აუზის ფართობი | 96 200 კმ² |
|
შილკის აუზი | |
|
| |
ონონი (მონღ. Онон гол) — მდინარე ჩრდილო-აღმოსავლეთ მონღოლეთსა და რუსეთის იმიერბაიკალეთის მხარეში, მდინარე შილკის მარჯვენა მდგენელი (ამურის აუზი).
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სიგრძე 1032 კმ. (აქედან 298 კმ. მონღოლეთის ტერიტორიაზე), აუზის ფართობი 96 200 კმ². სათავეს იღებს მონღოლეთის აღმოსავლეთ ნაწილში ხენტეის მთებში.
ძირითადი შენაკადები: მარჯვენა — ხურახ-გოლი, ბორზია, უნდა; მარცხენა — აგუცა, კირა, ილია, აგა.
საინტერესო ფაქტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მდინარის ზემო დინებაში მდებარე დელიუნ-ბოლდოკის ხეობა არის ჩინგიზ-ყაენის დაბადების სავარაუდო ადგილი. ლეგენდის თანახმად აქვეა მისი საფლავიც.
- 1206 წელს მდინარე ონონის სათავესთან ახლოს გაიმართა ყურულთაი, რომელზედაც თემუჩინი აირჩიეს დიდ ყაენად და მიიღო ჩინგიზ-ხანის ტიტული.