ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი — მუზეუმი ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ ონში, შოთა რუსთაველის ქუჩა № 26.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი 2019 წელს

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი 1948 წელს შეიქმნა. მუზეუმში დაცული არქეოლოგიური მასალა მოიცავს ქვეყნის ისტორიულ-კულტურული განვითარების სხვადასხვა პერიოდს, კერძოდ ქვის ხანიდან გვიანფეოდალური ხანის ჩათვლით. მუზეუმში დაცულ ექსპონატთა უმრავლესობა განეკუთნება ბრინჯაოს პერიოდს. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები. მუზეუმშია დაცული მრავალძალის X-XI საუკუნის წმინდა გიორგისა და წმინდა სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, აგრეთვე ნუმიზმატიკური მასალა, კერძოდ X-XIV საუკუნის ფულის ნიშნები, XIX საუკუნის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX საუკუნის ცნობილ ქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები, მათ შორის აღსანიშნავია: ვასილ შუხაევი, სერგო ჩახოიანი, ვალენტინ შერპილოვი, დავით ნალბანდიანი, უჩა ჯაფარიძე და სხვა. მუზეუმში დაცული ექსპონატთა რაოდენობა საერთო ჯამში 15500 შეადგენს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]