ონის მუნიციპალიტეტის გერბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ონის გერბი)
ონის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 21 აგვისტო, 2008
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი ოქროს ჯვარი, ოქროს ვერძის თავი, კავკასიონის მთები
ფარმჭერები ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა
დევიზი ონი

ონის მუნიციპალიტეტის გერბიონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

აღწერილობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ონი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]