ონისე გოგილაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ონისე გოგილაშვილი (დ. 29 იანვარი, 1959) — ქართველი მეწარმე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1959 წლის 29 იანვარს ქიზიყში, სოფელ ზემო მაჩხაანში. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტი. იმავე წელს ჩააბარა პეტერბურგის საინჟინრო–სამშენებლო აკადემიის ასპირანტურაში, რომელიც დაამთავრა 1984 წელს. არის მაღალი ძაბვის ანძების ახალი კონსტრუქციის შესახებ გამოგონებისა და სათანადო ახალი თეორიის ავტორი.

1997 წლიდან მიემგზავრება საფრანგეთში. საქართველოში, დაბა წნორის სიახლოვეს, ტიბაანის მიკროზონაში გაშენებული აქვს რქაწითელის, საფერავისა და იტალიური ჯიშის ვაზი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 ტ. მოსავალს იძლევა. ღვინო იწურება საკუთარ მარანში და ინახება ქვევრებში. რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 600–700 ლიტრს წელიწადში. იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ჩამოსხმული აქვს ბოთლებში ეტიკეტით „მოსაწვევი“, რომელიც დიდ მოწონებას იმსახურებს.

ონისემ, ასევე, დააარსა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი Expo Nice, სადაც გამოფენილია საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ემიგრაციის და ა.შ. ფოტო–ილუსტრაციები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]