ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ონადირის წმ. გიორგის ეკლესია
Onadiri church fasade.jpg
ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია (თბილისი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°45′27″ ჩ. გ. 44°45′01″ ა. გ. / 41.75750° ჩ. გ. 44.75028° ა. გ. / 41.75750; 44.75028
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ონადირის წმინდა გიორგის ეკლესია — IX-X საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ეკლესია. მდებარეობს ვაშლიჯვრის დასავლეთით, 300 მეტრზე, სასაფლაოსთან ახლოს, ფერდობზე.

ეკლესია დარბაზულია (5,3 X 4 მეტრი), ნაგებია ქვიშაქვის თლილი ქვებით. წყობა არარეგულარულია. მოგვიანებით (დაახლოებით XVII-XVIII საუკუნეებში) ეკლესია განუახლებიათ. აღდგენილი ნაწილებიც ქვიშაქვისაა, მაგრამ წყობა შედარებით ტლანქია. ძეგლი ძლიერაა დაზიანებული:ნჩამონგრეულია კამარა და კონქის ნაწილი, მონგრეულია გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დასავლეთ კედლის შემორჩენილ ნაწილს (სიმაღლე 1,7 მეტრი) გარედან, ფერდობიდან ჩამოზვავებული მიწა ფარავს. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია (შემორჩენილია აღმოსავლეთის წირთხლის ნაწილი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე ბრტყლად გადახურული დაბალი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებული ყოფილა ორსაფეხურიან სადა პილასტრებზე დაყრდნობილი ორ-ორი თაღით. მსგავსი პილასტრების ნაწილებია შემორჩენილი დასავლეთის ორივე კუთხეში. ეკლესიის ფასადებიდან თავდაპირველი წყობა ყველაზე მეტად ჩრდილოეთის ფასადს შემორჩა. გრძივი ფასადები გაფორმებული ყოფილა ბრტყელ პილასტრებზე დაყრდნობილი სამი თაღი (შემორჩენილია ჩრდილოეთის ფასადის სამივე პილასტრის ქვედა ნაწილები). ჩრდილოეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში რელიეფი სადა და დისკოა. მსგავსი დისკო აღმოსავლეთის ფასადის სამხრეთ ნაწილშიცაა — მიწიდან 1,8 მეტრ სიმაღლეზე. ამავე ფასადზე სარკმლის ღიობის წყობაში ჩართულია ქვა (შესაძლოა თავდაპირველი სარკმლის საპირის), რომლის პროფილს შეადგენს შეწყვილებულ ლილვებს შორის მოქცეული სადა სიბრტყე. მსგავსი პროფილის ქვაა ჩართული ჩრდილოეთის ფასადის აღდგენილ ნაწილშიც. ამჟამად ეკლესია ძლიერ დაზიანებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი რ/ნ 13026

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]