ომი პერუს დამოუკიდებლობისათვის
| პერუს ომი დამოუკიდებლობისათვის | |||
|---|---|---|---|
| ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის ნაწილი | |||
|
აიაკუჩოს ბრძოლა | |||
| თარიღი | 1811–1824 | ||
| მდებარეობა | პერუ | ||
| შედეგი | პერუს დამოუკიდებლობა | ||
| მხარეები | |||
|
| |||
| მეთაურები | |||
| |||

პერუს ომი დამოუკიდებლობისათვის (ესპ. Guerra de Independencia del Perú) — ესპანეთის ამერიკულ კოლონიებში დამოუკიდებლობისათვის ომის შემადგენელი ნაწილი. მიმდინარეობდა პერუს ვიცე-სამეფოსა და ზემო პერუს ტერიტორიაზე (თანამედროვე პერუ, ბოლივია, ნაწილობრივ ჩილე და არგენტინა).
დამოუკიდებლობის მოპოვება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1820 წლის სექტემბერში სან-მარტინის ჯარები შევიდნენ პერუში და 1821 წლის ივლისისათვის გაათავისუფლეს ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი. ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა ლიმაში 1821 წლის 28 ივლისს და სან-მარტინი გახდა ახალი სახელმწიფოს "პროტექტორი". თუმცა საომარი მოქმედებები გრძელდებოდა. 1824 წლის 6 აგვისტოს სიმონ ბოლივარმა ესპანელები ხუნინთან დაამარცხა, ხოლო 9 დეკემბერს აიაკუჩოს დაბლობზე ესპნელები გაანადგურა კოლუმბიის არმიამ ანტონიო ხოსე სუკრეს მეთაურობით, რითაც დასრულდა კიდეც პერუს ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.
ომის შედეგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დამოუკიდებლობისათვის ომის შემდეგ მალევე ხელისუფლების სათავეში მოექცნენ კაუდილიოები და დამოუკიდებლობის პირველი 75 წლის მანძილზე ხელისუფლების სათავეში ძირითადად სამხედროები იდგნენ. 1815 წელს ზემო პერუს ეწოდა ბოლივია. 1837 წელს შეიქმნა პერუ-ბოლივიის კონფედერაცია, რომელიც 2 წელიწადში დაიშალა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (ესპანური) პერუს დამოუკიდებლობის აქტი დაარქივებული 2006-07-21 საიტზე Wayback Machine.
- (ესპანური) Ayacucho República Aristocrática photo gallery დაარქივებული 2008-02-29 საიტზე Wayback Machine.